ოფიციალურად: "ბარსელონამ" გასულ სეზონში 97 მილიონი ევროს ზარალი განიცადა

ოფიციალურად: "ბარსელონამ" გასულ სეზონში 97 მილიონი ევროს ზარალი განიცადა

"ბარსელონა" 2019/20 წლების სეზონის ფინანსურ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, კლუბმა 97 მილიონი ევროს ზარალი განიცადა.

ჯამში, მიღებულმა შემოსავალმა, დაგეგმილი 1,059 მილიარდი ევროს ნაცვლად, 855 მილიონი ევრო შეადგინა (2018/19 წლების სეზონთან შედარებით 190 მილიონით ნაკლები), ხარჯმა კი - 955 მილიონი, ნაცვლად 1,029 მილიარდისა (2018/19 წლების სეზონთან შედარებით, 52 მილიონით ნაკლები).

ასევე, კლუბის თქმით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ხარჯის ოდენობის 42 მილიონი ევროთი შემცირება მოხერხდა.

ასეთი კლება, რა თქმა უნდა, გლობალური პანდემიის მიერ შექმნილმა მდგომარეობამ გამოიწვია.

Sport-ის ცნობით, 2019 წლის ივნისში "ბარსელონას" ვალი 217 მილიონ ევროს შეადგენდა. ერთი წლის თავზე კი ეს რიცხვი 488 მილიონს შეადგენს. ანუ, კლუბის ვალი 271 მილიონი ევროთი გაიზარდა. 

არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო, "ბარსელონა" 2020/21 წლების სეზონში შემოსავლის 791 მილიონ ევრომდე შემცირებას ვარაუდობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 5 ოქტომბერი 2020 15:50
    11
    იმ ჩინელის დედის პირი მოვ**ან რა ჭამა ასეთი რო დედა მოუ**ნა მთელ მსოფლიოს