რონალდ კუმანი "სევილიასთან" მატჩის შემდეგ
- 5-10-2020, 01:40
-
Tsitsi
- 6

კატალონიის "ბარსელონას" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა "სევილიასთან" მატჩის შემდეგ ამჟამინდელი ვითარება შეაფასა:
"ორმა უძლიერესმა გუნდმა რთული მატჩი ჩაატარა. მატჩის ბოლოს, ვფიქრობ, უნდა მოგვეგო, თუმცა ფრე მაინც სამართლიან შედეგად მიმაჩნია.
უსმან დემბელე? ამ სამყაროში გარანტირებული არავის არაფერი აქვს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ფრანგი ახლა "ბარსას" ფეხბურთელია, დანარჩენს ვნახავთ.
კოუტინიო? მწვრთნელისაგან დახმარება ყველას სჭირდება. ბრაზილიელმა დაამტკიცა, რომ დიდებული მოთამაშეა და ბედნიერი ვარ, რომჩვენთანაა.
არაუხომ დღეს მართლაც კარგი მატჩი ჩაატარა, ფიზიკურად მშვენიერი ფეხბურთელია და დიდი მომავალი აქვს. საუბედუროდ, გოლი ადრე გავუშვით.
საბოლოოდ, შეხვედრის შედეგით კმაყოფილი ვარ. ჩვენი პასების სიზუსტე გამოსასწორებელია. თუმცა, 1 კვირის პერიოდში მესამე თამაშია და ფიზიკურად მომთხოვნი გუნდის წინააღმდეგ, დაღლილობა დაგვეტყო. ანდალუსიელები თავს კარგად იცავდნენ.
ფრენკი დე იონგი? მან, ისევე როგორც გუნდის დანარჩენმა მოთამაშეებმა, იდეალური სანახაობა ვერ გვაჩვენეს".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]