სერჟინიო დესტი მესისთან პირველი შეხვედრის შესახებ საუბრობს

სერჟინიო დესტი მესისთან პირველი შეხვედრის შესახებ საუბრობს

"ბარსელონას" ამერიკელი ახალწვეული, სერჟინიო დესტი, კატალონიური კლუბის მაისურით გამართულ პირველ სავარჯიშო სესიასა და ლიონელ მესისთან შეხვედრის შესახებ ნიდერლანდურ მედიასთან ინტერვიუში საუბრობს.

"ყველას შევხვდი, მესისაც. იგი ინგლისურად არ საუბრობს, მაგრამ მასთან შეხვედრა მაინც ძალიან განსაკუთრებული იყო. მართალია, ვერ გავიგე რას ამბობდა, მაგრამ, რადგან ორივე ვიღიმოდით, ალბათ, ყველაფერი კარგადაა", - თქვა ხუმრობით 19 წლის დესტმა.

დღეს, "ბარსელონა" ლა ლიგის მე-5 ტურის მატჩში "სევილიას" უმასპინძლებს. სავარაუდოდ, დესტის დებიუტი დღესვე შედგება

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #7 4 ოქტომბერი 2020 22:08
    0
    ინგლისური ენის არცოდნა ნამდვილად არ ტეხავს, მით უმეტეს ევროპაში, ჩადით მაგალითად გერმანიაში , ავსტრიაში ან სხვა გერმანულენოვან ქვეყანაში ინგლისურად არც დაგელაპარაკებიან ყველა თავის ენას ანიჭებს უპირატესობას. ინგლისური ენის სავალდებულოობა მესამე სამყაროს ქვეყნებისთვისაა.
    Culé [?]
    #6 4 ოქტომბერი 2020 21:16
    2
    ციტატა: Georgebina
    ისე ამხელა ფეხბურთელი ხარ, ამდენი გუნდის წინააღმდეგ გაქვს ნათამაშები, რამდენ ფეხბურთელთან ერთად და წინააღმდეგ და ინგლისური სასაუბრო დონეზე მაინც რომ არ იცი ცოტა ტეხავს...

    ანუ ქუდი რატო არ ახურავს ეგ პონტია ხო? შენ ჩინური იცი? სტატისტიკურად ბიზნეს წრეებში ყოველი მეორე სწავლობს უკვე ჩინურს და იცი?
    მესმის იდეალური გინდა ალბათ რომ იყოს მაგრამ არ ხდება ეგრე
    Culé [?]
    #5 4 ოქტომბერი 2020 21:02
    2
    ესპანეთში ბევრმა არ იცის ინგლისურიი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 4 ოქტომბერი 2020 17:48
    10
    ისე საინტერესოა, რომ ინგლისურად არ საუბრობს, მაგრამ მესი ხარ და სულ არ გკიდია ისაუბრებ თუ არა?!
    სანამ სიტიში წასვლას დააპირებდა, მანამდე ინგლისურის შესწავლას ხომ შეუდგებოდა? მაგრამ არა, აქ მისი სახლია და სულ სერხიო რამოსზე და ფლორენტინო პერესზე ჰკიდია იქაურობა, არ უყვარს ნისლი, ჟინჟღლი და უჟმური ამინდები და ეს გასაგებიცაა...

    ვამბობთ სიტიო და განა სიტი უკეთეს დღეშია? უბრალოდ, ფული აქვთ ჩეჩქივით, თორე რა ქნეს რომ?
    ეპლ-ი წააგეს, ლიგაზე ლიონმა მოისროლათ და ეხლა აგერ ლესტერმა ათრიათ მათსავე მოედანზე 2:5
    ფანი [?]
    #3 4 ოქტომბერი 2020 16:55
    18
    ისე ამხელა ფეხბურთელი ხარ, ამდენი გუნდის წინააღმდეგ გაქვს ნათამაშები, რამდენ ფეხბურთელთან ერთად და წინააღმდეგ და ინგლისური სასაუბრო დონეზე მაინც რომ არ იცი ცოტა ტეხავს...
    Culé [?]
    #2 4 ოქტომბერი 2020 16:29
    3
    კაი ბიჭი ჩანს პიროვნულად
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 4 ოქტომბერი 2020 16:28
    3
    "მართალია, ვერ გავიგე, რას ამბობდა
    .." :დ :დ
    --------------------
    GRACIES JOHAN...