ოფიციალურად: სერჟინიო დესტმა თამაშის ნებართვა მიიღო

ოფიციალურად: სერჟინიო დესტმა თამაშის ნებართვა მიიღო

ახლახანს, "ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ სერჟინიო დესტმა "ბარსა"-"სევილიას" დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება მიიღო. 

დესტი 23-კაციან განაცხადში თავიდანვე შეყვანილი იყო, თუმცა მისი გამოქვეყნების დროს ლა ლიგას ამერიკელი ფეხბურთელის რეგისტრაციის პროცესი დასრულებული არ ჰქონდა, ამის გარეშე კი სერჟინიო მოედანზე გასვლას ვერ შეძლებდა. 

შესაბამისად, ამსტერდამის "აიაქსიდან" შეძენილი 19 წლის მოთამაშის დებიუტი, დიდი ალბათობით, ამაღამ შედგება. მარჯვენა მცველის პოზიციაზე მისი კონკურენტი სერჟი რობერტოა. 

შეგახსენებთ, რომ მატჩი "კამპ ნოუზე" გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 4 ოქტომბერი 2020 16:10
    21
    ძალიან მაინტერესებს ამის თამაში🤩 იმედია გაამართლებს და რობერტოს ტანჯვის ყურება აღარ მოგვიწევს❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 4 ოქტომბერი 2020 16:07
    16
    ძალიან კარგი იმედია ერთ 20-25 წუთს ათამაშებს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued