ოქტომბრის თვის ვიქტორინის პირველი ტურის კითხვები

ოქტომბრის თვის ვიქტორინის პირველი ტურის კითხვები

Barcamania.ge-ზე ვიქტორინები და მაისურების გათამაშებები იწყება. დღეს შემოგთავაზებთ ოქტომბრის თვის ვიქტორინის პირველი ტურის კითხვებს.

პირველი ტურის კითხვები

  1. რომელ წელს გაიხსნა "კამპ ნოუ"? - 1 ქულა
  2. სადაური იყო "ბარსელონას" დამაარსებელი? - 2 ქულა
  3. რამდენი ტიტული აქვს მოგებული იოჰან კრუიფს "ბარსელონას" მწვრთნელობის დროს? - 3 ქულა
  4. ერთ სეზონში ყველაზე მეტი რამდენი ტიტული მოუგია "ბარსელონას"? - 4 ქულა
  5. სპორტის სწორედ ამ სახეობას უკავშირდება ერთ-ერთი და ყველაზე სარწმუნო ვერსიით "ბარსელონას" ფერების წარმოშობა. - 5 ქულა

ვიქტორინის წესები

  • თვის ყოველ კვირა დღეს, ბოლო კვირა დღის გარდა, საიტზე დაიდება ვიქტორინის კითხვები. თითო ტურში დაისმება 5 შეკითხვა. ყოველ კითხვას მინიჭებული ექნება შესაბამისი ქულა შემდეგი პრინციპით: პირველ კვირა დღეს 1-დან 5-მდე; მე-2 კვირა დღეს 2-დან 10-მდე; მე-3 კვირა დღეს 3-დან 15-მდე და ა.შ. გამარჯვებული გამოვლინდება თვის განმავლობაში დაგროვებული ქულების მიხედვით;
  • დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა შესაძლებელი იქნება მომდევნო შაბათი დღის ჩათვლით;
  • გამარჯვებული და საუკეთესო ათეული გამოვლინდება თვის ბოლო კვირა დღეს;
  • მომხმარებლებმა კითხვებზე პასუხები უნდა გაუგზავნონ საიტის ადმინისტრაციას ამ ფორმის საშუალებით;
  • პასუხების გაგზავნის დროს მომხმარებელმა მკაცრად უნდა დაიცვას წესები: სათაური უნდა იყოს "ვიქტორინის პასუხები", ხოლო ტექსტში მითითებული უნდა იყოს მხოლოდ კითხვის ნომრები და მათ გასწვრივ პასუხები;
  • მომხმარებელმა ტურის ყველა პასუხი უნდა მოაქციოს ერთ შეტყობინებაში. ცალ-ცალკე გამოგზავნილი პასუხების შემთხვევაში მიიღება მხოლოდ პირველ შეტყობინებაში მოქცეული პასუხ(ებ)ი;
  • გამარჯვებულ მომხმარებელს მომდევნო თვის ვიქტორინაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს;
  • ერთი მომხმარებლისგან შეიძლება პასუხების მხოლოდ ერთხელ გაგზავნა. თუ დაფიქსირდა შემთხვევა, რომ რომელიმე მომხმარებელმა პასუხები 2 ან მეტი ნიკით გააგზავნა, არცერთი პასუხი არ მიიღება;
  • იმ შემთხვევაში, თუ პირველ ადგილს 2 ან მეტი მომხმარებელი გაიყოფს, უპირატესობა მიენიჭება მას, ვინც თვის განმავლობაში პასუხებს უფრო სწრაფად აგზავნიდა;
  • კითხვებში იგულისხმება ოფიციალური ტურნირები, ტიტულები, თამაშები და გოლები. იმ შემთხვევაში, თუ კითხვაში ნაგულისხმევი იქნება არაოფიციალური მონაცემებიც, ამის შესახებ წინასწარ იქნება მითითებული;
  • გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ ჩვენი საიტის რედაქტორებსა და ადმინისტრატორებს;
  • გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ის ადამიანი, რომელიც ადმინისტრაციის მიერ 2020 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ერთხელ მაინც დასჯილი იქნება საიტის წესების დარღვევის გამო. ეს წესი უცვლელი იქნება ყოველთვის, რა სახეც არ უნდა მიიღოს ჩვენმა გათმაშებებმა და რა პრიზებიც არ უნდა დაგვემატოს. თუ გადამოწმების დროს დადგინდა, რომ გამარჯვებული პირი წარსულში (2020 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ) მხილებულია საიტის წესების დარღვევაში, ის გათამაშებიდან მოიხსნება, ხოლო გამარჯვებულად მე-2 საუკეთესო შედეგის მქონე პირი გამოცხადდება.

Barcamania-ს გათამაშებების შესახებ დეტალურად.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ადმინისტრატორი [?]
    #9 6 ოქტომბერი 2020 12:25
    0
    ციტატა: tornike10
    ტურში მიღებულ ქულებს ეხლა შევიტყობთ თუ ბოლოს როცა ვიქტორინა დასრულდება?

    როცა ვიქტორინა დასრულდება
    გულშემატკივარი [?]
    #8 5 ოქტომბერი 2020 22:28
    0
    ტურში მიღებულ ქულებს ეხლა შევიტყობთ თუ ბოლოს როცა ვიქტორინა დასრულდება?
    ადმინისტრატორი [?]
    #7 5 ოქტომბერი 2020 21:56
    0
    ციტატა: KoCheQsa
    რომელ საათზე იდება კვირაობით ეს

    საათი დადგენილი არაა.

    ციტატა: Aron ralston
    გამოვაგზავნე
    თითვეული ტურის ქულებს ეხლა შევიტყობთ თუ ბოლოს როცა ვიქტორინა დასრულდება?

    ქულებს გაიგებს თვის ბოლოს.

    ციტატა: alen halilovic
    სწორი პასუხებიც დაიდება? კარგი კითხვებია და პასუხებიც საინტერესო იქნება კვირის ბოლოს

    რა თქმა უნდა დაიდება. მომდევნო ტურის კითხვებთან ერთად წინა ტურის კითხვების პასუხები დაიდება.
    Culé [?]
    #6 4 ოქტომბერი 2020 20:56
    0
    სწორი პასუხებიც დაიდება? კარგი კითხვებია და პასუხებიც საინტერესო იქნება კვირის ბოლოს
    Culé [?]
    #5 4 ოქტომბერი 2020 18:37
    1
    ციტატა: barcaman
    ციტატა: azulgerana
    Vinmem icit savaraudo pasuxebi?

    მე ვიცი

    მეც 👍
    ფანი [?]
    #4 4 ოქტომბერი 2020 17:17
    0
    გამოვაგზავნე
    თითვეული ტურის ქულებს ეხლა შევიტყობთ თუ ბოლოს როცა ვიქტორინა დასრულდება?
    Culé [?]
    #3 4 ოქტომბერი 2020 16:31
    1
    რომელ საათზე იდება კვირაობით ეს
    ადმინისტრატორი [?]
    #2 4 ოქტომბერი 2020 15:20
    2
    ციტატა: azulgerana
    Vinmem icit savaraudo pasuxebi?

    მე ვიცი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 4 ოქტომბერი 2020 14:50
    0
    Vinmem icit savaraudo pasuxebi?
    --------------------
    THUGS