"ბარსელონას" პირველი მწვრთნელების საინტერესო ისტორიები

"ბარსელონას" პირველი მწვრთნელების საინტერესო ისტორიები

დღეს, "ბარსელონას" დონის გუნდების მწვრთნელებზე ყველაფერი ვიცით - როგორი მუსიკა უყვართ, როგორ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას, როგორია მათი პირადი ცხოვრება, ვინ იყო მათი ბავშვობის კუმირი და ა.შ. მაგრამ იყვნენ მწვრთნელები, რომლების სახელი და გვარიც კი დაზუსტებით არ ვიცით.

ამ სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ "ბარსელონას" ისტორიაში პირველ სამ მწვრთნელს. მოკლედ იმიტომ, რომ მეტი ინფორმაცია არც არსებობს.

ბილი ლამბე (1912)

დღეს არსებული ინფორმაციით, ბილი ლამბე პირველი უცხოელია, რომელსაც "ბარსელონა" ხელფასს უხდიდა, ამის მიზეზი კი ისაა, რომ ის მოთამაშის გარდა, გუნდის მწვრთნელიც იყო.

ბილი ლამბე "ბარსელონას" 1912 წელს, 35 წლის ასაკში, გამოცდილი ფეხბურთელის სტატუსით შეუერთდა. გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის "ბარსელონასგან" გუნდის გაწვრთნაში ფულს იღებდა, მან 1951 წელს, გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე დაადასტურა.

ბილი ლამბემ "ბარსელონას" ესპანეთის თასი და პირენეის ორინტალს ჩემპიონატი მოაგებინა. ანუ, ის კიკე სეტიენზე წარმატებული მწვრთნელი იყო. არადა, მისი სამწვრთნელო კარიერა სულ რაღაც 3 თვე გაგრელდა - 1912 წლის იანვრიდან 1912 წლის მარტამდე.

ბ. ბარენი (1912)

მისი სახელი არ ვიცით... დაზუსტებით არც გვარი. ვიცით, რომ "ბარსელონა" 1912 წლის სექტემბერში ჩაიბარა. ის "ბარსელონას" ისტორიაში პირველ სრულფასოვან მწვრთნელად მიიჩნევა (მისი წინამორბედი მოთამაშე მწვრთნელი იყო).

დაზუსტებით არავინ იცის, ბატონი "ბ"-ს გვარი ბარენი იყო, ბარზონი თუ ბარონი, თუმცა იმდროინდელ გაზეთებში უფრო ხშირად ბარენად მოიხსენიებოდა.

ბ. ბარენი "ბარსელონას" ერთადერთი მწვრთნელია, რომლის სურათი არ მოიპოვება.

1912 წლის დეკემბერში ის ჯეკ ალდერსონმა შეცვალა.

ჯეკ ალდერსონი (1913)

1912 წლის დეკემბერში, "ბარსელონამ" "ოკლანდ უონდერერსთან" 2 ამხანაგური თამაში ჩაატარა, რის შემდეგაც კატალონიელთა პრეზიდენტმა, ჟოან გამპერმა გადაწყვიტა, მეტოქე გუნდის 21 წლის მეკარე გუნდში მიეწვია... მწვრთნელად.

ალდერსონი "ბარსელონაში" მოთამაშე მწვრთნელად გაფორმდა, თუმცა მას "ბლაუგრანას" მაისურით არასდროს უთამაშია. სამაგიეროდ, ინგლისელი კატალონიელთა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელად მიიჩნევა და დიდი ალბათობით, ამ რეკორდს ვერასდროს ვერავინ მოხსნის.

ჯეკ ალდერსონმა "ბარსელონა" მალევე დატოვა და სათამაშოდ "ნიუკასლ იუნაიტედს" მიაშურა, მოგვიანებით კი 100-ზე მეტი თამაში ჩაატარა ისეთ გუნდებში, როგორებიცაა "კრისტალ პალასი" და "შეფილდ იუნაიტედი". ერთი თამაში მას ინგლისის ნაკრებშიც აქვს ჩატარებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    მწერალი [?]
    #4 3 ოქტომბერი 2020 19:21
    1
    ციტატა: basa7
    მწვრთნელობა:))))))))))))

    იგინებოდა ალბათ;))))

    საინტერესოა...

    ციტატა: nika 54
    ინგლისელი კატალონიელთა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელად მიიჩნევა და დიდი ალბათობით, ამ რეკორდს ვერასდროს ვერავინ მოხსნის.
    ესე იგი, მოწვევის მიზანიც სამუდამო რეკორდი ყოფილა.

    ალბათ :D
    --------------------
    🔵🔴
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 3 ოქტომბერი 2020 17:30
    0
    ციტატა: გიორგი ჩანგელია
    ალდერსონი "ბარსელონაში" მოთამაშე მწვრთნელად გაფორმდა, თუმცა მას "ბლაუგრანას" მაისურით არასდროს უთამაშია.

    მოწვევის მიზანი რა იყო?


    ინგლისელი კატალონიელთა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელად მიიჩნევა და დიდი ალბათობით, ამ რეკორდს ვერასდროს ვერავინ მოხსნის.
    ესე იგი, მოწვევის მიზანიც სამუდამო რეკორდი ყოფილა.
    Culé [?]
    #2 3 ოქტომბერი 2020 17:23
    0
    ციტატა: გიორგი ჩანგელია
    ალდერსონი "ბარსელონაში" მოთამაშე მწვრთნელად გაფორმდა, თუმცა მას "ბლაუგრანას" მაისურით არასდროს უთამაშია.

    მოწვევის მიზანი რა იყო?

    მწვრთნელობა:))))))))))))

    იგინებოდა ალბათ;))))
    მწერალი [?]
    #1 3 ოქტომბერი 2020 17:09
    0
    ალდერსონი "ბარსელონაში" მოთამაშე მწვრთნელად გაფორმდა, თუმცა მას "ბლაუგრანას" მაისურით არასდროს უთამაშია.

    მოწვევის მიზანი რა იყო?
    --------------------
    🔵🔴