"ბარსელონას" კალენდარი კიდევ უფრო გართულდა

"ბარსელონას" კალენდარი კიდევ უფრო გართულდა

პირველ ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბარსელონას" მეტოქეები გაირკვა, გუშინ კი UEFA-მ ტურნირის კალენდარი გამოაქვეყნა.

მიმდინარე სეზონი "ბარსასთვის" რთული კალენდრით დაიწყო. ჯერ "ვილიარეალი", შემდეგ "სელტასთან" გასვლაზე თამაში, ხვალ კი უდანაკარგო "სევილია".

ცალკე აღებულ ჩემპიონთა ლიგის კალენდარს არაფერი დაეწუნება - საკუთარ კედლებში დაწყება და დასრულება ყოველთვის კარგია, მითუმეტეს, როდესაც ჯგუფის აუტსაიდერთან იწყებ და კონკურენტთან საშინაო თამაშით ამთავრებ. თუმცა, ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ერთობლივი კალენდარი რონალდ კუმანს საქმეს მნიშვნელოვნად ურთულებს.

საქმე ისაა, რომ 24 ან 25 ოქტომბერს "ბარსელონა" მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს, 28 ოქტომბერს კი კუმანის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში უშუალო კონკურენტს, "იუვენტუსს" სტუმრად დაუპირისპირდება. 1 ნოემბერს კიდევ ერთი გასვლა, ამჯერად "ალავესთან". თავად "იუვენტუსი", "ბარსელონასთან" თამაშამდე "ვერონას" უმასპინძლებს, შემდეგ კი "სპეციას" ეწვევა. აშკარად უკეთესი კალენდარია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 3 ოქტომბერი 2020 18:53
    8
    იუვე ბარსა მაგარი ჯახი იქნება ძაან.
    მესი-რონალდო
    პიანიჩი-არტური
    დეიონგი-დელიხტი
    --------------------
    კულე სამუდამოდ
    ფანი [?]
    #3 3 ოქტომბერი 2020 17:31
    12
    გული კაის მიგრძნობს!
    წევრი [?]
    #2 3 ოქტომბერი 2020 17:03
    26
    იუვენტუსი არა რამოსი კიდე! გუნდი ისეთი მოტივირებულია ხვალ სევილიას გავხევთ და რეალ-იყვესაც მივაყოლებთ
    ფანი [?]
    #1 3 ოქტომბერი 2020 16:15
    15
    არტურის თამაში მაინტერესებს ბარსას წინაამღდეგ