რივალდო: იმ ფეხბურთელის მოსვლამდე, რომელიც "ბარსას" ფანებს სუარესს დაავიწყებს, დიდი ხანი გავა

რივალდო: იმ ფეხბურთელის მოსვლამდე, რომელიც "ბარსას" ფანებს სუარესს დაავიწყებს, დიდი ხანი გავა

Betfair-თან ტრადიციულ რუბრიკაში რივალდომ "ბარსელონაში" ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე არსებულ პრობლემაზე ისაუბრა:

"ბარსელონა" ლუის სუარესის ჩასანაცვლებლად ახალ თავდამსხმელს ისევ ეძებს. კარგი იქნება, თუ კატალონიელები მემფის დეპაის გაფორმებას შეძლებენ."

"რთული იქნება ძლიერი მებრძოლი ხასიათისა და მაღალი საშემსრულებლო ოსტატობის მქონე ფეხბურთელის მოძებნა, სწორედ ეს თვისებები დაეხმარა ლუის სუარესს კლუბის ისტორიაში მე-3 საუკეთესო გოლეადორად გახდომაში."

"ვშიშობ დიდი დრო დასჭირდება კლუბში ისეთი ფეხბურთელის მოყვანას, რომელიც გულშემატკივრისთვის სუარესის დავიწყებას შეძლებს."

"ნებისმიერ ფეხბურთელს, რომელიც ახლა მოვა, აუცილებლად მას შეადარებენ, რაც ახალწვეულთათვის "ბლაუგარანას" მაისურის ჩაცმასთან ერთად დამატებითი წნეხის ფაქტორი იქნება."

"ბარსაში" გატარებული 6 წლის შემდეგ, რა პერიოდშიც 195 გოლი გაიტანა და 113 საგოლე გადაცემა გააკეთა, "ელ პისტოლერო" მადრიდის "ატლეტიკოში" გადაბარგდა.

რონალდ კუმანმა დაადასტურა, რომ ისინი ახალ თავდამსხმელს ეძებენ, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 3 დღეა დარჩენილი და ლურჯ-ბროწეულისფერები მხოლოდ სასწაულის იმედად არიან დარჩენილნი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    OLD
    გულშემატკივარი [?]
    3 ოქტომბერი 2020 09:37
    2
    აუ ამან ხო ტვინი წაიღო რა
    Culé [?]
    3 ოქტომბერი 2020 02:05
    5
    მცველი გვინდა ბიჯოოოოო რაის თავდამხსმელი. წამოიყვანეთ ატლეტიკოდან ხიმენესი იბიომაწ
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    გულშემატკივარი [?]
    3 ოქტომბერი 2020 01:28
    17
    სუა ჩვენი ლეგენდაა უკვე, ასე რომ არც არასოდეს უნდა დავივიწყოთ.