სამუელ უმტიტიმ იტალიასა და საფრანგეთს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს

სამუელ უმტიტიმ იტალიასა და საფრანგეთს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს

კატალონიის "ბარსელონას" მცველის, სამუელ უმტიტის ბედი კვლავაც გაურკვეველია. Sport-ის ინფორმაციით, კლუბის დირექტორმა, რამონ პლანესმა დღეს შეიტყო, რომ რონალდ კუმანს ფრანგისათვის სათამაშო დროის გარანტირებულად მიცემა არ შეუძლია. 

მსოფლიოს ჩემპიონის მომავალი, დიდი ალბათობით, საფრანგეთს ან იტალიას დაუკავშირდება. მისდამი ინტერესს "რენი", "ლიონი" "რომა" და "ნაპოლი" იჩენენ.

სამუელი "ბლაუგრანას" ისტორიაში, შესაძლოა, ერტ-ერთი ყველაზე წარმატებული ტრანსფერი გამხდარიყო, თუმცა ხშირმა ტრავმიანობამ მას, შეიძლება ითქვას, კარიერა დაუნგრია. გასულ სეზონში ფეხბურთელმა მხოლოდ 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 3 ოქტომბერი 2020 00:48
    1
    ლიონში დააწექი უმტო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #1 3 ოქტომბერი 2020 00:27
    1
    სალამი ბიჭებო, პეს 17სთვის კარგი ახალი 20/21 სეზონის პატჩი არიცით?