"სელტას" მწვრთნელი მატჩის წინ: მესი საუკეთესო ფეხბურთელია, რომლის თამაშიც ცოცხლად მინახავს

"სელტას" მწვრთნელი მატჩის წინ: მესი საუკეთესო ფეხბურთელია, რომლის თამაშიც ცოცხლად მინახავს

"ბარსელონა" ლა ლიგის პირველ გასვლით მატჩს "ბალაიდოსზე" გამართავს. მეტოქე ვიგოს "სელტა" იქნება, რომლის მთავარმა მწვრთნელმა, ოსკარ გარსიამ, მატჩის წინ რონალდ კუმანის გუნდზე ისაუბრა. 

"ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობთ, რომლის მიზანი ყველა ტიტულის მოგებაა. "ბარსელონას" სრული შემადგენლობა შესანიშნავია. დარწმუნებული ვარ, ისინი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენენ. თამაშების წინ ყოველთვის მაქვს იმედი, რომ მეტოქე ბრძოლას აპირებს. 

ლეო მესი საუკეთესოა იმ ფეხბურთელებს შორის, რომელთა თამაშიც ცოცხლად მინახავს". - თქვა გარსიამ. 

"სელტას" წინააღმდეგ სტუმრად თამაში "ბარსასთვის", ტრადიციულად, რთულია. კატალონიელებს აქ გამარჯვება 2015 წლის შემდეგ არ მოუპოვებიათ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 1 ოქტომბერი 2020 19:47
    0
    ციტატა: Albicelecte
    ეს ის ოსკარ გარსიაა, ბარსაში რომ თამაშობდა თავის ტყუპისცალთან ერთად, 90-იანებში?

    ესაა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 1 ოქტომბერი 2020 18:45
    1
    აზრი არ აქვს, მაინც გაგიტანს :დ
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 1 ოქტომბერი 2020 18:25
    1
    ეს ის ოსკარ გარსიაა, ბარსაში რომ თამაშობდა თავის ტყუპისცალთან ერთად, 90-იანებში?