"აიაქსი" სერჟინიო დესტს ემშვიდობება [ვიდეო]

  • 1-10-2020, 16:35
  • "აიაქსი" სერჟინიო დესტს ემშვიდობება [ვიდეო]

    "ბარსელონამ" ახლახანს ამსტერდამის "აიაქსის" მარჯვენა მცველის, სერჟინიო დესტის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

    კატალონიურ კლუბს 19 წლის ფეხბურთელი 26 მილიონი ევრო (5 მილიონი ბონუსების სახით) დაუჯდება. ამერიკელი მოთამაშე 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მისი გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევრო იქნება.

    დესტი "ბლაუგრანაში" 2-ნომრიან მაისურს მოირგებს, რომელიც აქამდე "ვულვერჰემპტონში" ცოტა ხნის წინ გადასულ ნელსონ სემედუს ეკუთვნოდა.

    "აიაქსი" Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს სერჟინიო დესტის გამოსამშვიდობებელ ვიდეოს შემდეგი წარწერით: "იზრუნეთ მასზე".

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    MALUMA ფანი [?]

    1 ოქტომბერი 2020 16:50

    ოფიციალურად: სერჯი რომუერტო (მკვდარბერტო) ძირითადიდან ამოვარდა დესტი ბარსას ფეხბურთელია!

    7
    --------------------
    შტეგენის წყევლა - 2016 წლიდან დღემდე!
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV