"ბაიერნი" "ბარსელონას" რეკორდს მიუახლოვდა

"ბაიერნი" "ბარსელონას" რეკორდს მიუახლოვდა

გუშინ გერმანიის სუპერ თასის თამაში გაიმართა, რომელიც "ბაიერნის" გამარჯვებით დასრულდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიუნხენური გუნდი "ბარსელონას" აქამდე ხელუხლებელ რეკორდთან ძალიან ახლოსაა.

2008/09 წლების სეზონში, პეპ გვარდიოლამ, სადებიუტო წელს, "ბარსელონას" სამივე ტიტული მოაგებინა (ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა), წლის ბოლომდე კი კიდევ 3 ტიტული დააყოლა (ესპანეთის სუპერ თასი, ევროპის სუპერ თასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი).

მას შემდეგ ტრებლის შესრულება სამმა გუნდმა მოახერხა - "ინტერმა" 2010 წელს, "ბაიერნმა" 2013 წელს და ისევ "ბარსელონამ" 2015 წელს, თუმცა კალენდარულ წელში 6 ტიტულამდე ვერცერთი მათგანი ავიდა. 2010-ში "ინტერმა" ევროპის სუპერ თასი დათმო, 2013-ში "ბაიერნმა" გერმანიის სუპერ თასი, ხოლო 2015 წელს "ბარსელონამ" ესპანეთს სუპერ თასი.

გასულ სეზონში, "ბაიერნი" "ბარსელონას" ტრებლების რაოდენობით გაუთანაბრდა. მიუნხენელებმა ჩემპიონთა ლიგას, ქვეყნის თასსა და ჩემპიონატს რამდენიმე დღის წინ ევროპის, გუშინ კი ქვეყნის სუპერ თასი მიაყოლეს. UEFA-ს სუპერ თასზე "ბაიერნმა" "სევილია" დამატებითი ტაიმების დახმარებით დაამარცხა, გერმანიის სუპერ თასზე კი "დორტმუნდს" 82-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით სძლია. წინა სეზონისგან განსხვავებით "რეკორდმაისტერს" უჭირს, მაგრამ ბოლო, მე-6 ტიტულის მოგების მთავარი ფავორიტი მაინც არის.

"ბაიერნს" "ბარსელონას" რეკორდის გამეოერებაში ხელი უფრო FIFA-მ შეიძლება შეუშალოს, ვიდრე მეტოქეებმა. საქმე ისაა, რომ 2020 წლის საკლუბო მუნდიალის თარიღები ცნობილი ჯერ ჯიდევ არაა და არც ისაა გამორიცხული, ჩემპიონატი 2021 წელს ჩატარდეს, შემჭიდროვებული კალენდრის გამო საერთოდ თუ არ გაუქმდა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 1 ოქტომბერი 2020 16:32
    0
    ციტატა: OLD
    მარტო ჩემთან ჭედავს ეს საიტი თუ რახდება ადმინ??

    ჩემთანაც ჭედავს სასტიკად დავწერე ერტი ორჯერ და არ მომაქცოეს ყურადღება და რავი
    Culé [?]
    #4 1 ოქტომბერი 2020 14:02
    0
    ციტატა: OLD
    მარტო ჩემთან ჭედავს ეს საიტი თუ რახდება ადმინ??

    ჩემთან ვაფშე არა
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 1 ოქტომბერი 2020 11:12
    4
    როგორ არ მინდა ეგ რეკორდი გაიმეორონ ამ ღორიშვილებმა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #2 1 ოქტომბერი 2020 10:12
    0
    OLD,
    ჩემთანაც ეგრე იყო გუშინ საერთოდ ვერ შემოვედი სხვა მისამართზე გადავიდაო ასე მიწერდა 😀
    OLD
    სტუმარი [?]
    #1 1 ოქტომბერი 2020 10:07
    0
    მარტო ჩემთან ჭედავს ეს საიტი თუ რახდება ადმინ??