5 800 ხელმოწერიდან ბათილად მხოლოდ 250 გამოცხადდა

  • 30-09-2020, 21:24
  • 5 800 ხელმოწერიდან ბათილად მხოლოდ 250 გამოცხადდა

    "ბარსელონას" პრეზიდენტის, ჟოზეპ მარია ბართომეუს, წინააღმდეგ დაწყებული უნდობლობის პროცესი გრძელდება.

    სპეციალურად შექმნილი საბჭოი, რომელშიც კლუბის, უნდობლობის საკითხის ინიციატორთა და კატალონიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები შედიან, წარდგენილი ხელმოწერების შემოწმებას აგრძელებს. ამ მომენტისთვის შემოწმებულია 5 795 ხელმოწერა, მათგან ბათილად მხოლოდ 249 (3.66%) იქნა ცნობილი. ეს ინფორმაცია საბჭოს ხელმძღვანელმა, ჟოზეპ მარია ვალბონამ, გაავრცელა.

    იმისათვის, რათა უნდობლობის საკითხი აღიძრას, კლუბის წევრთა 16 521 ხელმოწერაა აუცილებელი. ჯამში, კლუბს 20 687 ხელმოწერა წარედგინა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Cule Is Always Elegant Culé [?]

    1 ოქტომბერი 2020 10:15

    იმდენ ხანს იწელება ეს ვადამდელი არჩევნების საკითხი რო მგონი მაინც მარტში მოუწევს

    3
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV