ანსუ ფატი - ლა ლიგის სექტემბრის თვის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძოლებს

  • 30-09-2020, 20:22
  • ანსუ ფატი - ლა ლიგის სექტემბრის თვის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძოლებს

    ლა ლიგის ოფიციალური Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა იმ მოთამაშეების სია, რომლებიც ლა ლიგის სექტემბრის თვის საუკეთესოს წოდების პრეტენდენტები არიან.

    სიაში 7 ფეხბურთელი მოხვდა, აქედან ერთი კი თვის საუკეთესოს წოდებას მოიპოვებს: ლუის სუარესი ("ატლეტიკო" - 2 გოლი, 1 საგოლე პასი, ერთ შეხვედრაში), იაგო ასპასი ("სელტა" - 3 გოლი 3 შეხვედრაში), სერჟიო კანალესი ("ბეტისი" - 2 საგოლე პასი 4 შეხვედრაში), მიკელ მერინო ("რეალ სოსიედადი" - 2 საგოლე პასი 4 შეხვედრაში), ხოსე ლუის მორალესი ("ლევანტე" - 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა, ორ შეხვედრაში), ანსუ ფატი ("ბარსელონა" - 2 გოლი, ერთ შეხვედრაში), ლუის მილია ("გრანადა" - 1 გოლი, 3 შეხვედრაში). 

    ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: ანსუ ფატი
    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV