რონალდ კუმანი "სელტას" წინააღმდეგ

რონალდ კუმანი "სელტას" წინააღმდეგ

ხვალ, თბილისის დროით 23 საათსა და 30 წუთზე, ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩში "ბარსელონა" "სელტას" დაუპირისპირდება.

რონალდ კუმანისთვის 27 სექტემბერს "ვილიარეალთან" გამართული საშინაო დაპირისპირება რთული ტესტი ვერ გამოვიდა, რაც 17 წლის ანსუ ფატის "ბრალია". "ბალაიდოსზე" კი კუმანსა და "ბარსას" რთული მატჩი ელით - ამ არენაზე "ბლაუგრანას" 5 წელია არ მოუგია.

განსხვავებული სიტუაცია იყო იმ დროს, როდესაც კუმანი "ბარსელონაში" თამაშობდა. 1989-1995, იშვიათი გამონაკლისების გარდა, "ბარსელონა" "სელტას" შინ და გარეთ უგებდა.

რონალდ კუმანს, "ბარსელონას" მაისურით "სელტას" წინააღმდეგ 8-ჯერ უთამაშია. მის აქტივში 6 მოგება, 1 ფრე და 1 მარცხია. "ბალაიდოსზე" მან 4-ჯერ ითამაშა და 3-ჯერ მოიგო, ერთხელ კი თავი გოლითაც გამოიჩინა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 30 სექტემბერი 2020 17:18
    6
    ხოდა ხვალ მწვრთნელის რანგში მოიგებს ბალაიდოსზე
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"