სელტა-ბარსელონა - რონალდ კუმანი მატჩის წინ

  • 30-09-2020, 16:40
  • სელტა-ბარსელონა - რონალდ კუმანი მატჩის წინ

    "ბარსელონას" ნიდერლანდელმა დამრიგებელმა, რონალდ კუმანმა, სეზონის პირველი გასვლითი თამასის წინ, რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა. უშუალოდ "სელტასთან" დაპირისპირების გარდა კუმანმა ლეო მესის განცხადებაზე, სერჟინიო დესტზე, უსმან დემბელეზე, ვიდეორეფერიზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.

    "პოზიტიური ამბავია, რომ კაპიტანმა გაერთიანებისკენ მოგვიწოდა. ახლა, შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ.

    სერჟინიო დესტი სამედიცინო შემოწმებას გადის. კლუბისთვის მნიშვნელოვანია, რომ შემადგენლობაში ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავდეს. ის ძალიან გამოგვადგება.

    უსმან დემბელე? მე მას ვენდობი. პირველ კვირებში ძალიან კარგი იყო, მაგრამ ბოლო კვირაში მოუკლო. მან დღეს კარგად ივარჯიშა და მასზე იმედებს ვამყარებ. თუმცა, არსებობს გადაწყვეტილებები, რომლებიც კლუბმა და ფეხბურთელმა უნდა მიიღონ.

    ვიდეორეფერის მომხრე ვარ თამაშგარე მდგომარეობების შემთხვევაში. რაც შეეხება ხელით თამაშს... ხელით თამაშის რეგულაციას არ ვეთანხმები.

    ვიცით, რომ კლუბი ფინანსებში შეზღუდულია. ვცდილობთ, გუნდი 2-3 პოზიციაზე გავაძლიეროთ. გარკვეული ჯერ არაფერია. თუ ვერავის დავიმატებთ, ამჟამად ჩემს განკარგულებაში არსებული ფეხბურთელების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

    წინა თამაშში დემბელე სასტარტო შემადგენლობაში იმის გამო არ იყო, რომ ფატიმ თავისი მაღალი დონე დაამტკიცა. უსმანი თავის შანსს უნდა დაელოდოს.

    გრიზმანით კმაყოფილი ვარ. მას მარჯვენა ფლანგზე მეტი თავისუფლება აქვს. ის კარგად ირჯება, ჩვენ კი შეგვიძლია მას მეტად დავეხმაროთ. მისი მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ.

    რაფინია? იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც ჩვენთან დიდ შესაძლებლობებს ვერ ხედავენ, უკეთესია გუნდი შეიცვალონ. ბევრი ნახევარმცველი გვყავს, მისი განაცხადს მიღმა დარჩენა კი ტექნიკური გადაწყვეტილებაა.

    ცენტრალური მცველი თუ თავდამსხმელი? ცოტა ცენტრალური მცველი გვყავს, მხოლოდ პიკე, ლანგლე, და არაუხო. სწორედ ამიტომ ვიძახებთ მინგოს. თუმცა, ძნელია გადავწყვიტო, რომელი პოზიციის გაძლიერება სჯობს.

    მნიშვნელოვანია ვითამაშოთ სისტემით, რომელშიც თავს ყველა კომფორტულად გრძნობს. მაღალი დონის გუნდი გვყავს და საკუთარ თავს უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ, ვიდრე მეტოქეს.

    ხვალინდელ თამაშში როტაციის საჭიროება არაა.

    ბრეითუეიტი გამოგვადგება. მინდა, თითო პოზიციაზე 2-2 ფეხბურთელი გვაყვდეს. ლეოს და გრიზმანს 9 ნომერზე თამაში შეუძლიათ, მაგრამ ისინი მარტინის პროფილის თავდამსხმელები არ არიან. კიდევ ერთ თავდამსხმელს ვეძებთ. კონკრეტულ სახელებს არ დავასახელებ, მაგრამ ბევრი ვარიანტია

    დესტს ეროვნულ ნაკრებზე ვესაუბრე, რადგან მას საშუალება ჰქონდა არჩევანი ნიდერლანდებსა და შეერთებულ შტატებს შორის გაეკეთებინა. მან შეერთებული შტატები აირჩია.

    ამ გუნდმა მეტოქის მოედანზე განსხვავებულად არ უნდა ითამაშოს. ერთნაირად უნდა ვითამაშოთ იმის მიუხედავად, თუ რომელ მოედანზე გვიწევს ყოფნა. ვნახოთ, როგორ ვითამაშებთ "კამპ ნოუს" მიღმა.

    "სელტა" კარგი გუნდია, რის გამოც, მოსაგებად საუკეთესო თამაშის ჩვენება მოგვიწევს. რთულ თამაშს ველით. "ბარსელონას" "ბალაიდოსზე" რთული ისტორია აქვს."

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Messi, Iniesta ფანი [?]

    1 ოქტომბერი 2020 10:47

    მეიმედები ბოსს!❤️
    დასაფასებელია რომ ყველაფერს პირდაპირ ამბობს კუმანი და არა მიედ-მოედება! იმედი მაქვს დღეს მოვიგებთ!

    0
    გასულია
    nika1899 წევრი [?]

    1 ოქტომბერი 2020 06:14

    Cbc sportze iqneba tu icit tamashi? 😉❤

    0
    გასულია
    o.dembele11 გულშემატკივარი [?]

    30 სექტემბერი 2020 19:53

    ციტატა: MESSI 2017
    სანამ დემბელე გაასუხარენ ფატი და დემბელეს დუეტის ხილვა მინდა 😕

    მეც კარგი იქნება ერთი თამაში გრიზმანამ დაისვენოს და ზამენიდან შემოვიდეს

    ციტატა: Griezzy7
    ციტატა: zazala7
    გრიზმანით კმაყოფილი ვარ. მას მარჯვენა ფლანგზე მეტი თავისუფლება აქვს. ის კარგად ირჯება, ჩვენ კი შეგვიძლია მას მეტად დავეხმაროთ. მისი მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ

    კუმან გვეკაიფები? 😀

    ვალვერდემ მარცხენა ვი გერად დააყენა. სეტიენმა ფორვარდად. კუმანმა მარჯვენა ვინგერად. როცა რეალუეი პოზიცია თავდამსხმელის უკან თამაშია და იასნია ჯერ ეჩვევა ახალ პოზიციას.
    მაგისგან ნუელოდებით რო კაცს მოატყუებს წაუდრიბლინგებს და ფანტასტიკურ გოლს გაიტანს. 😂

    მეტო დრო ტრინკაუს და გაასხმეინონ გრიზმანს ვერაფერს ვერ შვება იმედია სელტასთან თამაშში ჩემს სიტყვებს უკან წამაღებინებს, ძაან მომწონს ტრინკაუ. სწრაფია აზროვნებითაც და დარტყმაც მაგარი აქ პასზე ხო აღარ ვამბობ მოკლედ არაა დასაკარგი ბიჭი

    1
    გასულია
    Soxa წევრი [?]

    30 სექტემბერი 2020 19:19

    ტოდიბოს რატო არ ათამაშებს? 😐

    1
    გასულია
    პავლოვიჩი56 გულშემატკივარი [?]

    30 სექტემბერი 2020 19:16

    ამის ბჟუტურიდან რამე გაიგეთ?

    0
    გასულია
    MESSI 2017 ფანი [?]

    30 სექტემბერი 2020 19:14

    სანამ დემბელე გაასუხარენ ფატი და დემბელეს დუეტის ხილვა მინდა 😕

    4
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    30 სექტემბერი 2020 18:41

    გული მწყდება ტოდიბოს რო ესე ექცევიან არადა როგორი მაგარი იგროკის დაყენება შეიძლება მისგან ნახევარ მცველივით აზროვნებს პასის გადაცემის დროს ტიპი

    6
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Geo_Barca ფანი [?]

    30 სექტემბერი 2020 18:35

    ხვალაა წილისყრა 19:00 ჩვენი დროით მარა რომელ არხზე იქნება არ ვიცი. თუარა იუთუბზე იქნება უეჭველი

    1
    გასულია
    სპარტაკი გულშემატკივარი [?]

    30 სექტემბერი 2020 18:28

    დაცვის გაძლიერებას მეც დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მაგრამ იყო ეს გქგვიტანთ ერთს და გაგიტანთ სამს.. თუ ესე იქნება ისევ მაშინ საწინააღმდეგო არც ასე მექნება.. ასე რომ წინ ბარსა ..

    2
    გასულია
    Magician Culé [?]

    30 სექტემბერი 2020 18:20

    პირდაპირ ამბობს, რასაც ფეხბურთლებზე ფიქრობს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დემბელეს კი უთხრა, რომ ან ივარჯიშე, ან ხვალვე წადიო :)

    8
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    გასულია
    Iniesta_8 ფანი [?]

    30 სექტემბერი 2020 17:46

    დაცვა სუსტია თუმცა თუ შეტევა და ნახევარდაცვა თავის საქმეს გააკეთებს დიდი ზეწოლა აღარ იქნება დაცვაზე და ნაკლებ შეცდომას დაუშვებენ. თუმცა ცენტრალური მცველები საყიდელია სეზონის ბოლოს უმტიტი და პიკე ალბათ დაგვტოვებენ

    3
    გასულია
    Griezzy7 ფანი [?]

    30 სექტემბერი 2020 17:44

    ციტატა: zazala7
    გრიზმანით კმაყოფილი ვარ. მას მარჯვენა ფლანგზე მეტი თავისუფლება აქვს. ის კარგად ირჯება, ჩვენ კი შეგვიძლია მას მეტად დავეხმაროთ. მისი მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ

    კუმან გვეკაიფები? 😀

    ვალვერდემ მარცხენა ვი გერად დააყენა. სეტიენმა ფორვარდად. კუმანმა მარჯვენა ვინგერად. როცა რეალუეი პოზიცია თავდამსხმელის უკან თამაშია და იასნია ჯერ ეჩვევა ახალ პოზიციას.
    მაგისგან ნუელოდებით რო კაცს მოატყუებს წაუდრიბლინგებს და ფანტასტიკურ გოლს გაიტანს. 😂

    0
    გასულია
    zazala7 Culé [?]

    30 სექტემბერი 2020 17:38

    გრიზმანით კმაყოფილი ვარ. მას მარჯვენა ფლანგზე მეტი თავისუფლება აქვს. ის კარგად ირჯება, ჩვენ კი შეგვიძლია მას მეტად დავეხმაროთ. მისი მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ

    კუმან გვეკაიფები? 😀

    1
    გასულია
    ANRIBARCA საიტის ლეგენდა  [?]

    30 სექტემბერი 2020 17:37

    სხვა მწვრთნელებივით დაფარვით არაფერს ამბობს, თუ რამე სათქმელი აქვს, ყველაფერს პირდაპირ და უშუალოდ აცხადრბს, ფანებიც გაურკვევლობაში არ არიან, დააფასებელია.

    12
    გასულია
    o.dembele11 გულშემატკივარი [?]

    30 სექტემბერი 2020 17:02

    კუმან შუაზე გახიე სელტა პირველი ტაიმი კაი იყო პირველ ტურში მეორეტაიმში ტემპი აღატ
    რ დააგდო პირველი ტურივით

    13
    გასულია
    kubla2000 წევრი [?]

    30 სექტემბერი 2020 17:01

    კიდევ ერთი თვისება რაც ამ კაცში მომწონს პირდაპირობააა ძაააან იავნად აკრიტიკებს ნებისმიერ ფეხბურთელს <3

    23
    გასულია
    gio 001 წევრი [?]

    30 სექტემბერი 2020 16:53

    ნუ მართალია დაცვაში ბევრი პრობლემები გვაქვს და აუცილებლად გამოასწორებელია,მაგრამ ბარსა დაცვაში ბეტონივით არასდროს არ ყოფილა გაბრწყინებების დროსაც,ვფიქრობ ნახ.დაცვამ და შეთვამ კარგად თუ ითამაშა დაცვაზე ნაკლები ზეწოლა წავა როგორც გვარდის დროს იყო და ასევე ენრიკეს დროსაც.

    23
    გასულია
    duggu ფანი [?]

    30 სექტემბერი 2020 16:48

    მიდი კუმან, დიდი ხანია ველით საუკეთესო ბარსელონას ❤

    19
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV