ტერ შტეგენი: ჩვენ ახალ გუნდს ვქმნით, ახალი განწყობებით

  • 29-09-2020, 14:59
  • ტერ შტეგენი: ჩვენ ახალ გუნდს ვქმნით, ახალი განწყობებით

    "ბარსელონას" გერმანელმა მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, მისი გამოჯანმრთელების პროცესსა და გუნდში მიმდინარე ცვლილებებზე ისაუბრა.

    "მუხლი ძალიან კარგადაა, ძალიან კარგად.

    ჩვენ, როგორც ყოველთვის, გამარჯვება გვსურს. ამიტომაც გავდივართ მოედანზე, რათა ყველა თამაში მოვიგოთ. გარკვეული ცვლილებები განხორციელდა და ჩვენ ახალ სიტუაციას უნდა შევეგუოთ. ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ, რათა შევქმნათ ახალი გუნდი, ახალი განწყობებით. 

    მიზანი იგივეა, ჩვენ ვიბრძოლებთ ყველაფრისთვის. ხალხმა ეს ცვლილებები უნდა გაითავისოს, ჩვენ კი მთელი სეზონის განმავლობაში საუკეთესო ფორმაში უნდა ვიყოთ, რადგან იგი ძალიან გრძელი იქნება".

    იგი, ასევე, პანდემიასთან დაკავშირებულ აკრძალვებთან თანაცხოვრებასაც შეეხო.

    "თავდაპირველად, შეზღუდებთან შეგუება ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა მათ ანგარიში უნდა გავუწიოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ", - თქვა ტერ შტეგენმა Cupra-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.

    28 წლის გერმანელმა მუხლზე ოპერაცია 18 აგვისტოს გაიკეთა. ჯერჯერობით, მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    29 სექტემბერი 2020 18:06

    მალე დაბრუ დი რა შტეგო

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Iniesta_8 ფანი [?]

    29 სექტემბერი 2020 17:18

    ციტატა: გვარდიოლა-სავიოლა
    ციტატა: xavi-esta
    ნოიერსაც მირჩევნია და ალისონსაც <3 უკლასნესია შტეგო , მხოლოდ ობლაკი თუ დაუდგება გვერდით

    მართა მაგარია მაგრამ შენ ძაან გადააჭარბე ახლა :დ ნოიერი ვაფშე სხვა დინე და სხვა კლასიაა, მეკარესთან ერთად მცველიცაა ტიპი, უკონურენტოა ნოიერი, ალისონს კი ჯობს, ობლაკს რაც შეეხება მხოლოდ ფეხით თამაში ჯობს ტერი, საერთო ჯამში ობლაკი უფრო მაგარია... 1 ნოიერი... 2 ობლაკი.... 3 შტეგენი.... 4 ალისონი..... 5 კურტუა

    პენალტების აღებაშიც სჯობს ობლაკს.

    0
    გასულია
    გვარდიოლა-სავიოლა წევრი [?]

    29 სექტემბერი 2020 16:17

    ციტატა: xavi-esta
    ნოიერსაც მირჩევნია და ალისონსაც <3 უკლასნესია შტეგო , მხოლოდ ობლაკი თუ დაუდგება გვერდით

    მართა მაგარია მაგრამ შენ ძაან გადააჭარბე ახლა :დ ნოიერი ვაფშე სხვა დინე და სხვა კლასიაა, მეკარესთან ერთად მცველიცაა ტიპი, უკონურენტოა ნოიერი, ალისონს კი ჯობს, ობლაკს რაც შეეხება მხოლოდ ფეხით თამაში ჯობს ტერი, საერთო ჯამში ობლაკი უფრო მაგარია... 1 ნოიერი... 2 ობლაკი.... 3 შტეგენი.... 4 ალისონი..... 5 კურტუა

    1
    გასულია
    frenkie dejong21 ფანი [?]

    29 სექტემბერი 2020 15:23

    ამდენი ხანი რით ვერ გაიფორმეს ეს დესტი რას უცდიან ვერ ვხვდები ყოველდღე იწერა დღეს გაოფიციალურდებაო რით ვერ დაადგა საშველი

    5
    გასულია
    xavi-esta ახალბედა [?]

    29 სექტემბერი 2020 15:08

    ნოიერსაც მირჩევნია და ალისონსაც <3 უკლასნესია შტეგო , მხოლოდ ობლაკი თუ დაუდგება გვერდით

    7
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV