MD: "ბარსელონა" მინიმუმ სამი ფეხბურთელის გაშვებას იმედოვნებს

MD: "ბარსელონა" მინიმუმ სამი ფეხბურთელის გაშვებას იმედოვნებს

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, "ბარსელონას" გუნდიდან, მინიმუმ, კიდევ სამი ფეხბურთელის გაშვება სურს, იტყობინება Mundo Deportivo.

გამოცემის თქმით, რონალდ კუმანს უკვე საბოლოოდ აქვს ჩამოყალიბებული იმ ფეხბურთელთა სია, რომელთაც მომდევნო სეზონის განმავლობაში სათამაშო დროს ნაკლებად დაუთმობს.

კუმანის ტაქტიკაში რიკი პუჩის ადგილი არ მოიძებნება, ამიტომაც ნიდერლანდელს მართებულად მისი განათხოვრება ან "ბარსა B-ში" გადაყვანა მიაჩნია, რათა 21 წლის ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. ამის შესახებ მან საჯაროდაც ისაუბრა. თუმცა რიკიმ "ბარსელონაში" დარჩენა და ძირითადი შემადგენლობის ბრძოლა გადაწყვიტა.

ასევე, წამსვლელთა სიაში კარლეს ალენია, რაფინია ალკანტარა, სამუელ უმტიტი, ჟან-კლერ ტოდიბო და მარტინ ბრეითუეიტი არიან. თითოეული მათგანის შემთხვევა განსახვავებულია.

მიუხედავად იმისა, რომ ალენიამ 6-ნომრიანი მაისური მოირგო, მას გარანტირებული არაფერი აქვს. რაფინიას "ბარსელონას" დატოვება სურს, თუმცა მისი დამატებით სერიოზული ინტერესი არცერთ კლუბს არ გამოუჩენია. აბსოლუტურად გაურკვეველია კვლავ ლაზარეთში მყოფი უმტიტის მომავალი. იყო საუბრები ფრანგის "ლიონში" დაბრუნებაზე, თუმცა ეს ტრანსფერიც გამოირიცხა. არსებული ვითარებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მას სეზონის უმეტესი ნაწილისთვის თვალის დევნება "კამპ ნოუს" ტრიბუნებიდან მოუწევს. 

ტოდიბოს მიმართ რამდენიმე ევროპული კლუბი გამოხატავდა ინტერესს, მაგრამ, ჯერჯერობით, "ბარსელონასთვის" ოფიციალური შემოთავაზებით არავის მოუმართავს. რაც შეეხება ბრეითუეიტს, იგი ამჟამად ტრავმირებულია, თუმცა არაერთხელ განუცხადებია საჯაროდ, რომ "ბლაუგრანაში" დარჩენასა და საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებას აპირებს.

ასევე, დღეს, Cadena SER-მა "ბარსადან" ჟუნიორ ფირპოს შესაძლოა წასვლის შესახებ იუწყა.

რონალდ კუმანმა გუნდში ფეხბურთელების წასვლა ან მოსვლა არ გამორიცხა. სატრანსფერო ფანჯარა 5 ოქტომბერს იხურება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    საიტის ლეგენდა  [?]
    29 სექტემბერი 2020 17:52
    1
    ტოდიბოს ხელი არ დაედოს იმ გარსიას არაფრით ჩამოუვარდება და მაგის მოყვანას ჯობია ამას მისცენ შანსი პუჩის გაყიდვა იდიოტიზმია იჯარა ჯობია ბარსა ბ-ში დაბრუნებას და დალშე რაფინია ალენია უმტიტი და ბრაიტვაიტი ბალასტია და რაც შეიძლება მალე უნდა მოვიშოროთ
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    ფანი [?]
    29 სექტემბერი 2020 12:46
    0
    ციტატა: xavi-esta
    უნდა წავიდეს პუჩი, ძალიან სუსტია ფიზიკურად, მეორე არტურია ეგეც. უნდა მიყვეს ფირპოც, დემბელეც სასურველია და მოიყვანონ დეპაი, თორემ გრიზმანი 9 იანზე ვერ ქაჩავს.

    მეც ზუსტად მაგას ვამბობ თორე რამე ჯინი კი არ მაქვს პუჩის

    წავლენ: უმტიტი, ტოდიბო, რაფინია. (ისედაც არიან წასასვლელებია თან თუ გარსია მოვა მითუმეტესს მცველების ადგილი აღარ იქნება გუნდში -პიკე, ლენგლე, გარსია და არაუხო სრულიად საკმარისია) ხოლო რაფინია ჯართია და ზედმეტია გუნდში
    1)ბრაითვეიტი დარჩება ასე მგონია და კონკურენციისთვის და გადახალისებისთვის შემადგენლობის პონტში არ იქნება ცუდი
    2)პუჩის არ ენდობა, ამიტომ ასე მგონია რომ ბარსა ბში იქნება რადგან არ სურს რიკის წასვლა
    3) ალენიას დაიტოვებს რადგან რეალურად 3 ნახ მცველია გუნდში- პიანიჩი, დე იონგი, ბუსი და კიდევ ერთი დასჭირდება და ალბათ როტაციისთვის ალენიას გამოიყენებს რადგან უკეთესი ამ ეტაპზე არ არის
    4) მატეუშ ფერნანდესის მომავალია გასარკვევი ტიპს პრეზენტაციაც არ ჰქონია ნომერიც არ მიუნიჭებიათ და რავი ალბათ ისევ გააიჯარებენ თან მძიმე ტრამვის გადატანის შემდეგ არამგონია რომ დატოვო ეგრევე გუნდში
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    წევრი [?]
    29 სექტემბერი 2020 12:05
    2
    წასვლის მიზეზი მხოლოდ იმიტომ რომ სუსტია, ეს საერთოდ არალოგიკურია ..))) ესე მაშინ მოიყვანონ პრემიერ ლიგიდან ნახევარმცველი ფიზიკურად ძლიერი იქნება .. სამაგიეროდ პასს ვერ გააკეთებს.. რა ამით გადაიჭრა პრობლემა..
    ახალბედა [?]
    29 სექტემბერი 2020 11:26
    2
    უნდა წავიდეს პუჩი, ძალიან სუსტია ფიზიკურად, მეორე არტურია ეგეც. უნდა მიყვეს ფირპოც, დემბელეც სასურველია და მოიყვანონ დეპაი, თორემ გრიზმანი 9 იანზე ვერ ქაჩავს.