"ბარსელონა" ხელმოწერების გადამოწმებას იწყებს

ბორდისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა ხვალიდან ახალ ეტაპზე გადადის: "ბარსელონას" წარმომადგენლები Mes que una Mocio-ს მიერ წარდგენილი ხელმოწერების ვალიდურობას შემოწმებას დაიწყებენ. პროცესი 10 დღე გაგრძელდება, 9 ოქტომბერს კი ცნობილი გახდება, მოახერხეს თუ არა ორგანიზატორებმა მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ სულ 20 687 ხმა შეგროვდა. ჟოზეპ მარია ბართომეუსა და "ბარსას" ხელმძღვანელობის სხვა წევრების პოსტებიდან გადაყენების საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ დადგება, თუ დადგინდება, რომ 4 166-ზე მეტი ხელმოწერა ყალბია.
Cope-ს მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" ბორდის ზოგმა წევრმა 5 000 ყალბი ხელმოწერა უკვე დაითვალა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]