რონალდ კუმანი: გამოკვეთილი 9 ნომრის გარეშე იდეალურად თამაში შეგვიძლია

რონალდ კუმანი: გამოკვეთილი 9 ნომრის გარეშე იდეალურად თამაში შეგვიძლია

გუშინ "ბარსელონამ" და "ატლეტიკომ" ლა ლიგაში სტარტი აიღეს. ორივემ გაიბრწყინა - "ბარსამ" "ვილიარეალს" 4-0 მოუგო, "ატლეტიკომ" კი "გრანადას" 6-ჯერ გაუტანა. წარმატებული დებიუტები ჰქონდათ რონალდ კუმანსა და ლუის სუარესს. სამწუხაროდ, ვერასდროს გავიგებთ, როგორ იმუშავებდნენ ისინი ერთად.

თავად კუმანი, როგორც ჩანს, გუნდიდან ურუგვაელი ლეგენდის გაშვებას არ ნანობს, თუმცა მისი შემცვლელის მოყვანის წინააღმდეგიც არაა.

"გუნდში 9 ნომრის ყოლა ყოველთვის კარგია. კარგია, როდესაც წინ კიდევ ერთი მოთამაშე გყავს. თუმცა გამოკვეთილი 9 ნომრის მოედანზე ყოფნის გარეშეც იდეალურად თამაში შეგვიძლია," - განაცხადა კუმანმა გუშინდელი თამაშის შემდეგ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #6 28 სექტემბერი 2020 15:05
    2
    შეხვდები ატლეტიკოს, და ნახავ განოკვეთილი ცხრიანი თუ არ დაგჭირდება 😏
    Culé [?]
    #5 28 სექტემბერი 2020 11:39
    7
    აი დაცვა ნორმალური მაინვ გვყავდეს რა ნორმალური რა იქნება.დესტი უნდა გაოფიციალურდეს სასწრაფოოდ.თორე მთელი წელი რობერტოს იმედზე ვერ ვიქნებით ნამდვილად.ყველა შეტევა მაგ ფლანგიდან მოდის.ნახევარდაცვა და თავდასხმა გვყავს ძალიან მაგარი.და ძალიან დიდი კონკურენციაა და რაც მახარებს.მაქსიმუმს დადებენ ბიჭები რო ადგილი დაიმკვიდრონ ძირითადში.პ.ს. პიანიჩი ძაან დამევასა გუშინ
    --------------------
    კულე სამუდამოდ
    ფანი [?]
    #4 28 სექტემბერი 2020 11:27
    5
    ციტატა: M10 S9 D11
    ფატი მოსინჯე ცენტრფორვარდის პოზიციაზე

    ფატის ჯერ გაუჭირდება ცენტრალურ მცველებთან ჭიდილი
    დაიჩაგრება ფიზიკურად,ორთაბრძოლებში და საჰაეროებში.არაა მზად ჯერ 9 იანის პოზიციაზე 2 მეტრიან კლდეებს ეჭიდავოს
    მარცხნივ იდეალურია თავისი დრიბლინგებით და ა.შ მომავალი ანრი😇
    წევრი [?]
    #3 28 სექტემბერი 2020 10:44
    18
    მართალია, გუნდი უმეტესად სუაზე და მესიზე იყო ჩამოკიდებული და რაც სუა წავიდა გუნდი უფრი მოტივირებულია რომ მოიგოს.
    Wtf man
    სტუმარი [?]
    #2 28 სექტემბერი 2020 10:02
    13
    ფატიც კარგი იქნებოდა ფორვარდად და მარცხნივ დემბელე. ეს გრიზმანი იმენა საშინელებაა მარა ყველაზე კარგი ტრინკაოს თამაში იქნება. მარჯვნივ ტრინკაო ცრუ ფორვარდად მესი მარცხნივ ფატი. ტრინკაო და მესი გაცვლიან ხოლმე პოზიციებს. კოუტინიოს კიდე იდეალური შემცვლელი ყავს პედრის სახით ძაან მაგარი ბიჭი გვეზრდება. ასევე ბუსკეციც თუ დაჯდება სკამზე კარგი იქნება პიანიჩი უნდა იყოს ძირითადი დეიონგთან ერთად და არაუხოც უნდა შეაჩვიოს ძირითადს. პიკე-არაუხოს დუეტი ხო და კიდე დესტი უნდა მოიყვანონ აუცილებლად მკვდარი რობერტოს ფართხალს რა გაუძლებს მთელი წელი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 28 სექტემბერი 2020 09:02
    19
    ფატი მოსინჯე ცენტრფორვარდის პოზიციაზე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued