ლიონელ მესი პელეს რეკორდს უახლოვდება

  • 28-09-2020, 01:44
  • ლიონელ მესი პელეს რეკორდს უახლოვდება

    ლეგენდარული პელე, ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც ერთი კლუბის ("სანტოსის") რიგებში 643 გოლი გაიტანა. "ბარსელონას" არგენტინელი კაპიტანი, ლიონელ მესი აღნიშნულ რეკორდს დღევანდელი მატჩის შემდეგ უფრო მიუახლოვდა.

    საქმე ისაა, რომ "ლა პულგას" აქამდე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით 634 გოლი ჰქონდა გატანილი, რაც "ვილიარეალთან" შედეგიანად გამოყენებული პენალტის შემდეგ 635-მდე გაიზარდა.

    სამხრეთ ამერიკელთა სათაყვანო კერპის რეკორდის დამხობამდე "ლა პულგას" 9 გოლი აშორებს.

    ლეოს 9-ჯერ მეტოქის კარის აღება ნამდვილად არ გაუჭირდება. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    kortoxa23 Culé [?]

    28 სექტემბერი 2020 07:39

    საკლუბო რეკორდი უნდა მოუხსნას არამარტო სანტოსში არამედ სრულიად კარიერულად. ასევე სანაკრებო დონეზეც
    70-77-ზე არის პელეს სასარგებლოდ

    12
    --------------------
    მესი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს (ჩავი ერნანდესი)
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    28 სექტემბერი 2020 01:52

    მიდი ლომო ეგ რეკორდი უკან უ და გაუკეთო პელეს და ზედ დაუყოლო კარიერული გოლებიც ნაკრებში 8 გოლიც და სანაკრებო დონეზე გატანილ რეკორდსაც მოუხსნის მიდი ლომოო

    23
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV