ლეო მესი რჩევებს მაძლევს - ანსუ ფატი მატჩის შემდეგ

კატალონიის "ბარსელონას" ამომავალმა ვარსკვლავმა, ანსუ ფატიმ "ვილიარეალის" წინააღმდეგ დუბლის გაფორმება შეძლო.
მატჩის შემდგომ წარმოშობით გვინეა - ბისაუელი ჟურნალისტებთან საუბრობს:
"მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით ვთამაშობ და სიმართლეა, რომ ამ მიზეზით, ყველა მატჩს უდიდესი ენთუზიაზმით ვატარებ.
აღსანიშნავია ჟორდი ალბას პასი, რის შემდეგაც გოლის გატანის შესაძლებლობა მომეცა.
ამგვარად, თანდათან წინ მივიწევთ.
როდესაც თამაშის საშუალება მეძლევა, მოედანზე გულს ვდებ.
ლეო ძალიან მეხმარება, ის მატჩისას და ვარჯიშებზე რჩევებით მავსებს. ჩემი ბავშვობის ოცნება მასთან ერთად თამაში იყო" - აცხადებს ანსუ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]