უცნაური მიზეზი, რის გამოც ფატი თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად ვერ დასახელდა

  • 28-09-2020, 01:11
  • უცნაური მიზეზი, რის გამოც ფატი თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად ვერ დასახელდა

    ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში, რომელიც "ბარსელონასთვის" სეზონში პირველი თამაში გამოდგა, კატალონიურმა გუნდმა ადვილად იმარჯვა. რონალდ კუმანმა სადებიუტო მატჩში "ვილიარეალს" 4-0 სძლია.

    ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა და სამი მათგანი ანსუ ფატიმ შექმნა - 17 წლის ფეხბურთელმა 2-ჯერ თავად გაიტანა, ერთხელ კი თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა, რომელიც გოლად მესიმ აქცია.

    თამაშის შემდეგ საუკეთესოდ ჟორდი ალბას დასახელება ბევრს გაუკვირდებოდა. გამოცდილმა მარცხენა მცველმა ნამდვილად კარგი შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ ფატისთან მისი შედარება არ შეიძლება. ამ უცნაური გადაწყვეტილების მიზეზი კი ცნობილი მალევე გახდა. საქმე ისაა, რომ ლა ლიგასთან პარტნიორობით, თამაშის საუკეთესო ფეხბურთელს ლუდის კომპანია "ბუდვაიზერი" ასახელებს და ვინაიდან ფატი არასრულწლოვანია, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ მასზე არჩევანი ვერ გააკეთა.

    მეორე კომპანიამ (RAC1), რომელიც საუკეთესო ფეხბურთელს თავისი ვერსიით ასახელებს, არჩევანი, რა თქმა უნდა, ფატიზე შეაჩერა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Barca_MNS ფანი [?]

    28 სექტემბერი 2020 11:54

    ყველა 17 წლის ფეხბურთელი რო გამოიყვანონ _ ''მატჩის მეფე'' მსაჯი გახდება ? 🤣

    0
    გასულია
    CHEPE ფანი [?]

    28 სექტემბერი 2020 09:30

    ანუ სულ ესე რომ იყოს ფატი მატჩის საუკეთესო სანამ არ გახდება 18 წლის არასდროს დაასახელებს ეგ პიტალო სპონსორი😃😃😃

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    28 სექტემბერი 2020 01:56

    რა სულელური მიზეზია

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    GioKakiashvili ფანი [?]

    28 სექტემბერი 2020 01:24

    Vaaaxxxxxxx cudadvarrr

    3
    გასულია
    ♛BaRcElOnA♛ ფანი [?]

    28 სექტემბერი 2020 01:21

    ეს რა სისულელეა :დდდდ ანუ რანაირად შეიძლება რაღაც მიზეზის გამო და თუნდაც ეს იყოს ასაკი არ დაასახელო თამაშის საუკეთესოდ ის ვინც აშკარად
    საუკეთესო იყო

    5
    გასულია
    ROUCH Culé [?]

    28 სექტემბერი 2020 01:15

    ეგ რა მიზეზია რეკლამაში ხო არ იღებდნენ ეგ ჩემისები, მთავარია ჩვენ ვიცით რო საუკეთესო იყო

    5
    გასულია
    OLD
    OLD გულშემატკივარი [?]

    28 სექტემბერი 2020 01:13

    ოცდაორი უფრო მოუხდა ფატის ზურგზე ესე გააგრძელე მაგარი მომავალიგაქ ბიძია შენ საღოლ ტო ასწორებ ბარსაშირო ხარ!!

    15
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV