დიეგო კოსტა: არ ვიცი, როგორ გაუშვა "ბარსელონამ" სუარესი
- 27-09-2020, 20:58
-
WinGs
- 5

"ატლეტიკოს" მაისურით ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრაში ლუის სუარესის ბენეფისი შედგა. ურუგვაელმა მოედანზე სულ 23 წუთი გაატარა, მაგრამ 2 გოლის გატანა და 1 ასისტის შესრულება შეძლო.
მადრიდული კლუბის ფეხბურთელი, დიეგო კოსტა, "ბარსელონას" ყოფილი 9-იანის თამაშით აღფრთოვანებულია.
"ლუის სუარესი? ასეთი მოთამაშეების გუნდში ყოფნა საოცარია. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ მან წამოსვლა გადაწყვიტა. ნამდვილად არ ვიცი, რატომ გაუშვეს ის "ბარსელონადან", მაგრამ ეს კლუბების საქმეა". - განაცხადა ესპანელმა თავდამსხმელმა მატჩის შემდეგ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]