სიმეონე: ვიმედოვნებ, "ბარსას" მსგავსად, სუარესი "ატლეტიკოშიც" ისტორიულ სტატისტიკას აჩვენებს

  • 27-09-2020, 14:35
  • სიმეონე: ვიმედოვნებ, "ბარსას" მსგავსად, სუარესი "ატლეტიკოშიც" ისტორიულ სტატისტიკას აჩვენებს

    მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, პრესასთან ინტერვიუში კლუბის ახალწვეულზე, ლუის სუარესზე ისაუბრა, რომელიც მადრიდელებს ცოტა ხნის წინ, "ბარსელონადან" შეუერთდა. 

    "დარწმუნებული ვარ, სუარესის ტრანსფერი იმის დამადასტურებელი იქნება, რომ ჩვენ განვაგრძობთ განვითარებას, როგორც კლუბი და როგორც გუნდი. ჩვენ ურუგვაელს "ბარსელონაში" გადასვლამდეც დავუკავშირდით, თუმცა მაშინ მან სხვა გზა აირჩია, სადაც ბრწყინვალე 6 წელი გაატარა. მისი სტატუსი ჩვენი შეტევის სიმძლავრეს გაზრდის, ვიმედოვნებთ, ის აქ ისეთივე ისტორიულ სტატისტიკას დააფიქსირებს, როგორც "ბარსელონაში". 

    სუარესი მალევე დარწმუნდა, რომ "ატლეტიკო" საუკეთესო ადგილი იყო იმის საჩვენებლად, რომ ის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მე სუარესში ვიპოვე ის, რაც ამ კლუბს სჭირდება." - სიმეონეს სიტყვებს Marca ციტირებს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    BlauGrana_DS გულშემატკივარი [?]

    27 სექტემბერი 2020 20:30

    აბა რა,
    პისტოლერო მაგარია!

    0
    გასულია
    Griezzy7 ფანი [?]

    27 სექტემბერი 2020 16:31

    ბიჭებოო პეს 17 ში დავაყენე პეს 2021 პაჩი და დეპაი გარსია და დესტი მოვიყვანე და დაფრინავენ იმენა ბიჭებიი 😍😍😍💜💜💜 ძაან ასწორებს. იმედია სინამდვილეშიც იფრენენ

    3
    გასულია
    Clever liar ფანი [?]

    27 სექტემბერი 2020 16:15

    რაღაც ძან მჯერა რო იმაზე ბევრად კარგად ითამაშებს ვიდრე ბოლო 2 სეზონი ბარსელინაში. იმენა ზედ გამოჭრილია ჩოლოს ატლეფიკო ასეთ თანთალა ფორმაში მყოფ პისტოლეროსთვის.

    4
    გასულია
    cezo45 Culé [?]

    27 სექტემბერი 2020 16:07

    სუარესი ისეთი ტიპის ფორვარდია რომ ნებისმერ კლუბს დაამშვენებს..
    ბიჭებო რამე კარგი თამაში ხომარიცით მასტერლიგის პონტში ტელეფონში ჩასაწერად

    4
    გასულია
    ika9101 საიტის ლეგენდა  [?]

    27 სექტემბერი 2020 15:40

    ძალიან კარგად მოერგება.

    3
    --------------------
    აზრი?
    გასულია
    Alien messi ფანი [?]

    27 სექტემბერი 2020 15:00

    აუ ისე რო ვიაზრებ გრიზმანში 120 მილიონი გადაუხადეთ ატლეტიკოს და მერე სუარესი უფასოდ გავუშვით არვიცი რა😡 10 გრიზმანს გადაიხევს დღესაც ჯეკა!

    17
    გასულია
    Mes cue un club 1899 წევრი [?]

    27 სექტემბერი 2020 14:40

    ატლეტიკო ისეთი გამტანი გუნდი არაა როგორც ბარსა მაგრამ ჩემი აზრით 15+ გოლს მაინც გაიტანს

    12
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV