ლეო ჩემთვის მისაბაძი პიროვნებაა - დე იონგი

ლეო ჩემთვის მისაბაძი პიროვნებაა - დე იონგი

კატალონიის "ბარსელონას" ნიდერლანდელი ვარსკვლავი, ფრენკი დე იონგი "ვილიარეალთან" დაპირისპირებამდე, ჟურნალისტებთან საუბრობს.

"ძალიან მიყვარს, როდესაც ჩემი მონაწილეობით, ძველ მატჩებს ვუყურებ. ამ გზით ვარკვევ, თუ რა მომენტში შემეშალა, როდის მეკავა მოედანზე სწორი პოზიცია, როდის უნდა მომეძებნა უკეთესი ადგილი ბურთის მისაღებად... მსურს, ვიცოდე, რისი გაუმჯობესება შემიძლია.

რას ვგრძნობ, როდესაც ბურთს ვკარგავ? ზიზღს, თუმცა ამის არ მეშინია. რისკებისა და შიშის გარეშე ნორმალურ მატჩს ვერ ჩაატარებ. შიშით თამაში ნიშნავს, რომ ნაკლებად იხარჯები. ფეხბურთის სათამაშოდ თავდაჯერებულობა გჭირდება. 

"ბაიერნთან" მარცხი? ძალიან რთული იყო. როდესაც 6 გოლი გაგვიტანეს, მეგონა, რომ მატჩი დასრულდა. განსაცვიფრებელი მომენტი იყო. როგორც გუნდმა, ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვართ.

ვალვერდე და სეტიენი ჩემ მიმართ კარგად იყვნენ განწყობილნი. მათ დიდი მხარდაჭერა გამომიცხადეს. 

რა შეცვალა კუმანმა? ყველა მწვრთნელს თავისი მეთოდი აქვს. რაღაცები იცვლება, რაც სრულიად ნორმალურია.

არის თუ არა წელს ჩვენი წელი? არა, საკუთარ თავს და გუნდს წინასწარ წნეხის ქვეშ ვერ მოვაქცევ. მე, ისევე როგორც გუნდი, უნდა განვვითარდეთ. 

ყოველთვის ვცდილობ, რომ კარგ ხასიათზე ვიყო, რადგან როდესაც პოზიტიურ განწყობაზე ხარ, ამას შენ ირგვლივ მყოფებსაც გადასდებ. 

როდესაც მოედანზე ვარ, ვცდილობ, რომ ისე ვითამაშო, როგორც შედარებით მცირე ასაკში ვთამაშობდი, თუმცა უფრო მეტი პასუხისმგებლობით. რა თქმა უნდა, ბავშვობაში უფრო მეტ თავისუფლებას გრძნობ. ახლა ვცდილობ, რომ გავერთო, რაც მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ ვიგებთ. 

პატარაობაში ჩემი ეზო ბურთებით იყო სავსე. სასაცილოა, მაგრამ მაისურზე მეტი ბურთი მქონდა. როდესაც ჩემი ბებია და ბაბუა ესპანეთში მიემგზავრებოდნენ, ჩემთვის მაისურები მოჰქონდათ. ანრისა და მესის ფორმების კოლექცია მქონდა. იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელიც ლეო მესის თამაშის ყურებით გაიზარდა. მისაბაძი ადამიანის არჩევას თუ მთხოვთ, სწორედ არგენტინელს ავირჩევდი", - აცხადებს ნიდერლანდელი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Luka Modric
    სტუმარი [?]
    #5 27 სექტემბერი 2020 18:36
    0
    6 რომ გაგვიტანეს მივხვდი რომ წავაგეთო, მაგრამ იქვე ორი გაუყარეს კიდე ;დ
    Culé [?]
    #4 27 სექტემბერი 2020 17:25
    0
    ციტატა: Msn91011
    დესტმა ბაიერნს ბარსა ამჯობინა დ კონტრაქტის დეტალები სულ რამოდენიმე საათში გახდება ცნობილი.

    👋 👍 👋
    Culé [?]
    #3 27 სექტემბერი 2020 12:03
    6
    შენ იცი დღეს უნდა ივაჟკაცო ფრენკიიი🤩
    --------------------
    კულე სამუდამოდ
    ფანი [?]
    #2 27 სექტემბერი 2020 11:43
    4
    დესტმა ბაიერნს ბარსა ამჯობინა დ კონტრაქტის დეტალები სულ რამოდენიმე საათში გახდება ცნობილი.
    Culé [?]
    #1 27 სექტემბერი 2020 11:36
    9
    დეიონგის მაგრად მჯერა. იმედია წელს ბოლომდე გაიხსნება მითუმეტეს საყრდენზე დადგება და მისთვის კარგად ნაცნობი მწვრთნელი ეყოლება კუმანის სახით. წელს მისგან დიდ პროგრეს ველი
    --------------------
    მესი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს (ჩავი ერნანდესი)