უნაი ემერი - ლეო მესის ერთ-ერთი ფავორიტი მწვრთნელი

უნაი ემერი - ლეო მესის ერთ-ერთი ფავორიტი მწვრთნელი

როგორც იცით, დღეს კატალონიის "ბარსელონა" ლა ლიგის 2020/21 წლების სეზონს "ვილიარეალთან" მატჩით დაიწყებს. შეხვედრა "კამპ ნოუზე" გაიმართება, ამ არენასთან კი მოწინააღმდეგეთა თავკაცს, უნაი ემერს კარგი მოგონებები ნამდვილად არ აქვს.

უნაიმ "კამპ ნოუზე" 5 განსხვავებული კლუბის მწვრთნელის ამპლუაში, 13 მატჩი ჩაატარა და ცამეტივე მარცხით დაასრულა. 

რაც შეეხება ლეო მესისთან კავშირს, ემერის არგენტინელი ვარსკვლავი მთლიანობაში, 27-ჯერ დაუპირისპირდა (ყველაზე მეტჯერ (28) ლიონელს დიეგო სიმეონეს წინააღმდეგ აქვს ნათამაშები).

27 შეხვედრიდან "ლა პულგამ" ესპანელი სპეციალისტის დამარცხება 17-ჯერ შეძლო და მისი გუნდის კარი 26-ჯერ დალაშქრა. "ბარსას" ათიანმა უნაის შეგირდებს 3 ჩემპიონატზე გაუტანა: 19 ლა ლიგაზე, 5 ჩემპიონთა ლიგაზე და 2 ევროპის სუპერ თასზე (საქართველოში).

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 27 სექტემბერი 2020 17:03
    0
    ციტატა: Mes cue un club 1899
    ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ
    ჩემი აზრით 3-1 მორჩება

    ეს ერთიანი ვერ უნდა მოვიცილოთ???
    არ შეიძლება კარი მშრალად შეინახონ???
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 27 სექტემბერი 2020 13:57
    2
    მიდი რა ლომო უნდა მიაჰეთ-თრიკო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 27 სექტემბერი 2020 11:25
    10
    დღეს ლამაზად და ლაღად უნდა მოვიგოთ, თავიდანვე უნდა გამოჩნდეს რო ტაქტიკა სწორად შერჩეულია და დეიონდმა კოუტინიომ და გრიზმანმა სწორი პოზიციები დაიბრუნეს. ეს რათქმაუნდა ფსიქოლოგიური მომენტი იქნება თორე ტაქტიკის დამუშავებას და გადაწყობას დრო უნდა და დღესვე ვერ მოაწყობენ გოლეადას
    --------------------
    მესი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს (ჩავი ერნანდესი)
    გულშემატკივარი [?]
    #1 27 სექტემბერი 2020 11:22
    2
    ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ
    ჩემი აზრით 3-1 მორჩება