რონალდ კუმანმა ტრადიცია უნდა გააგრძელოს

რონალდ კუმანმა ტრადიცია უნდა გააგრძელოს

მოგეხსენებათ, რინუს მიხელსის, იოჰან კრუიფის, ლუი ვან გაალისა და ფრენკ რაიკაარდის შემდეგ, რონალდ კუმანი "ბარსელონას" ისტორიაში მეხუთე ნიდერლანდელი მწვრთნელია.

იგი ხვალ, "ვილიარეალის" წინააღმდეგ, სადებიუტო მატჩს ჩაატარებს. Mundo Deportivo-ს ინფორმაცით, ზემოხსენებულმა ოთხმა სპეციალსიტმა "ბარსას" თავკაცის რანგში თავისი პირველი შეხვედრა მოიგო - სამმა "კამპ ნოუზე", ხოლო ერთმა - გასვლაზე.

რინუს მიხელსი, რომელიც კატალონიურ გრანდში "აიაქსთან" ერთად ევროპის თასზე ტრიუმფის შემდეგ გადმოვიდა (1971 წელს), "ბლაუგრანას" სათავეში 3 წლის განმავლობაში იდგა (1974 წლამდე). მისი დებიუტი სან სებასტიანის "რეალ სოსიედადთან" შედგა, რომელშიც მისმა შეგირდებმა ბასკებს ანგარიშით, 3-0 სძლიეს.

ცნობისთვის, 1973-74 წლების სეზონამდე, ნიდერლანდელმა ლა ლიგის მოგება ვერ მოახერხა. მარინუსი "ბარსელონაში" მეორედ 1976 წელს დაბრუნდა და კლუბს ორი სეზონი წვრთნიდა, რა დროშიც კოპა დელ რეის დაეუფლა;

იოჰან კრუიფი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მწვრთნელად 1988 წლის 4 მაისს წარსდგა, ხოლო 3 სექტემბერს დერბიში, "ესპანიოლის" წინააღმდეგ, სადებიუტო შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა (2-0). "მფრინავ ჰოლანდიელს" გუნდის სადავეები ხელში 1996 წლამდე ეჭირა და პრიმერა დივიზიონის სატურნირო ცხრილი პირველ ადგილზე 4-ჯერ დაასრულა;

რინუს მიხელსის მსგავსად, ლუი ვან გაალიც "ბარსას" "აიაქსის" რიგებში ევროასპარეზზე წარმატების შემდეგ შუერთდა და მანაც, კლუბში ორი ეტაპი გაიარა. პირველი მათგანი წარმატებული გამოდგა (1 ლა ლიგა, 2 სამეფო თასი, 1 ევროპის სუპერ თასი).

სადებიუტო დაპირისპირება მან 1997 წლის 21 აგვისტოს, "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ გამართა და სან სებასტიანელები 2-0 დაამარცხა. საინტერესო დამთხვევაა, რომ როგორც მეტოქე, ასევე ანგარიში, რინუს მიხელსის დებიუტის იდენტური გამოდგა. ლუიმ ეს ჩემპიონატი მოიგო, რაც მომდევნო წელსაც შეძლო.

ვან გაალი მეორედ, ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში მცირეხნიანი მუშაობის შემდეგ, 2002-03 წლების სეზონში დაბრუნდა. თუმცა, არასათანადო შედეგების გამო, იგი იანვარში გაათავისუფლეს;

2003 წელს "ბარსელონას", ახალი პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას ეპოქაში, სამწვრთნელო საქმიანობაში თითქმის გამოუცდელი, ფრენკ რაიკაარდი წარუძღვა და პოსტი 2008 წლამდე დაიკავა.

ნიდერლანდელის დებიუტი "სან მამესზე", ბილბაოს "ატლეტიკთან" შედგა, რომელშიც კლუბმა მინიმალური სხვაობით, 1-0 იმარჯვა. რაც შეეხება ტიტულებს, რაიკაარდმა 2004-2005 წლებში - ლა ლიგა, 2005-2006 წლების სეზონში კი ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.

აქედან გამომდინარე, ტრადიციის გასაგრძელებლად, ხვალ რონალდ კუმანს "ვილიარეალის" დამარცხება მართებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    t. K. - iniesta
    სტუმარი [?]
    #4 26 სექტემბერი 2020 23:47
    4
    ეს დეიონგის ჩინური ვერსია ედეგორი რომ მოუყვანიათ გუნდში😆😆
    Culé [?]
    #3 26 სექტემბერი 2020 23:42
    11
    იმედია რეალი შემტევს არ დაიმატებს და ასე ღლეურად ითამაშებენ მთელი წელი. გაიქეცი-ჩააწოდეა ამათი მთელი ტაქტიკა და ერთი თავით მოთამაშე თავდამსხმელი არ ყავთ. ბენზემა დასწრებაზე თამაშში სუსტია
    t. K. - iniesta
    სტუმარი [?]
    #2 26 სექტემბერი 2020 23:38
    5
    მადრიდს გაუდეს🤣
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 26 სექტემბერი 2020 23:37
    3
    გოოოლ გაუყარეს რეალს 1-1

    უკვე 2-1 😂😂😂
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued