"ბარსელონამ" სემედუს ტრანსფერით 5 მილიონი დაზოგა

  • 26-09-2020, 20:26
  • WinGs
  • 3
"ბარსელონამ" სემედუს ტრანსფერით 5 მილიონი დაზოგა

"ბარსელონამ" პორტუგალიელი მცველი, ნელსონ სემედუ, "ვულვერჰემპტონს" ჯამში 30 მილიონ ევროდ დაუთმო. 

არც ისე შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ სემედუს ამ ფასად გაყიდვა საკმაოდ მოულოდნელი იყო, Tribuna-ს ინფორმაციით კი "ბარსამ", რეალურად, კიდევ უფრო დიდი ფინანსური მოგება ნახა. 

თუ 26 წლის ფეხბურთელი "ბლაუგრანას" მაისურით კიდევ 3 მატჩს ჩაატარებდა, კატალონიელებს მისი ყოფილი კლუბის, "ბენფიკასთვის", 5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევდათ. ეს 2017 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში იყო გათვალისწინებული. 

კონტრაქტის მიხედვით "ბარსას" 5-მილიონიან ტრანზაქცია იმ შემთხვევაში დაევალებოდა, თუ ნელსონი გუნდთან ერთად მონაწილეობას 100 შეხვედრაში მიიღებდა (თითოეულში მოედანზე 45 წუთზე მეტი უნდა გაეტარებინა). 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 27 სექტემბერი 2020 11:59
    0
    სემედუ შარშანაც გასაშვები იყო. წელს კი დროულად გაუშვიათ თან იშვიათად კარგ ფასად გაყიდეს
    --------------------
    მესი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს (ჩავი ერნანდესი)
    ფანი [?]
    #2 26 სექტემბერი 2020 23:51
    0
    Mgoni magito gayides ro mag 5limonis gadaxdis traki arqondat
    ფანი [?]
    #1 26 სექტემბერი 2020 22:56
    0
    ციტატა: CHEPE
    დორტმუნდის ფიზმომზადების მწვრთნელად 21 წლის ნაშა ალისა შმიდტი დაინიშნა😁😁😁 რა გოგოა სულ გამოასლევებს დორტმუნდს დღეს იმიტომ წააგეს მისი შემყურე😁😁😁

    არაა მწვრთნელი გუნდის წევრია პროსტა. ინსტაგრამზე და ფეისბუქზე რომ გამომწერები მოხოდონ მაგისთვის აიყვანეს ალბათ 😏