რონალდ კუმანი "ვილიარეალთან" მატჩის წინ

რონალდ კუმანი "ვილიარეალთან" მატჩის წინ

ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე კატალონიის "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" "ვილიარეალს" უმასპინძლებს. ლა ლიგის განახლების წინ, კლუბის ახალი თავკაცი პრესკონფერენციას მართავს, რასაც განახლებად რეჟიმში გთავაზობთ.

ლეო მესის Instagram-ის პოსტთან დაკავშირებით: 

"ლეოს იმედგაცრუება ბუნებრივია, რადგან მისმა მეგობარმა კლუბი დატოვა. მესისთან დაკავშირებით ეჭვი არაფერში მეპარება. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვარჯიშობს და თამაშობს არგენტინელი. ეჭვგარეშეა, რომ სესიებზე ის ყველასთვის სამაგალითოა".

ლუის სუარესის ჩამნაცვლებლებთან დაკავშირებით:

"ლაუტარო თუ დეპაი? გამორიცხული არაფერია. ახლა ფოკუსირებული მხოლოდ ჩემს ფეხბურთელებზე ვარ. "ბარსა" ყოველთვის გაძლიერებისაკენ უნდა იყოს მიდრეკილი".

"ვილიარეალის" უპირატესობა:

"ექნება თუ არა "ვილიარელას" უპირატესობა? დიახ, შესაძლოა, რადგან ვალენსიელებმა ორი მატჩი უკვე ჩააატარეს. თუმცა, ჩვენი გუნდი ხვალინდელი დაპირისპირებისთვის მზადაა.

ჩვენს ფეხბურთელებზე ფოკუსირება მომწონს. სატრანსფერო ფანჯარა 2 კვირაში იწურება - შეიძლება, ვინმე მოვიდეს ან წავიდეს. ახლა მხოლოდ მომავალ მატჩზე ვფიქრობ".

ზარი ლუის სუარესთან:

"ჩანს, ურუგვაელის თემაში ცუდი ბიჭის როლი თითქოს მე მოვირგე, რადგან დავურეკე და ვაცნობე, რომ მისთვის ბევრი სათამაშო დრო აღარ მქონდა. თუ დარჩებოდა, ის გუნდის ერთ-ერთი წევრი იქნებოდა.

სანამ კლუბთან კონტრაქტს გავაფორმებდი, "ბარსა" ბევრ რამეზე ფიქრობდა, რისთვისაც მხარის დაჭერას ვცდილობდი. ეს მხოლოდ მწვრთნელის გადაწყვეტილება არაა.

ლუის სუარესს პატივს ვცემ, მის მომავალზე გარკვევით ვისაუბრეთ. ურუგვაელმა მადრიდის "ატლეტიკოში" გადაბარგების შესაძლებლობა მიიღო, მას წარმატებებს ვუსურვებ".

რიკი პუჩთან დაკავშირებით: 

"რიკი პუჩი? ესეც კლუბის გადაწყვეტილებაა. არიან მოთამაშეები, რომლებიც პირველ გუნდში შანსს იღებენ, სხვები კი - ვერა. სიმართლეს არ შეესაბამება, რომ მე კატალონიელი არ მომწონს, რადგან თუ ის ხვალინდელი მატჩის განაცხადში მოხვდება, ეს ტექნიკური გადაწყვეტილება იქნება".

ანსუ ფატისთან დაკავშირებით: 

"ჩემთვის ანსუ ფატი მნიშვნელოვანია, რომელსაც უდიდესი ტალანტი აქვს. ამ ასაკში პირველ გუნდში დებიუტი ბევრს ნიშნავს. ანსუ ძალიან ახალგაზრდა და მომავლის მოთამაშეა, რომელიც ჯერ კიდევ უნდა განვითარდეს. მაგრამ, შთამბეჭდავია, რომ 17 წლის ასაკში იგი "ბარსელონაში" ამ დონეზე ასპარეზობს".

დაცვის თამაშთან დაკავშირებით:

"ნორმალურია, რომ რაღაცების გაუმჯობესება გვჭირდება. სისტემის შეცვლას ვაპირებთ, ვაპირებთ, რომ მეტოქეზე უფრო დიდი ზეწოლა განვახორციელოთ. საკმაოდ რადიკალურ ცვლილებებს ვუმიზნებთ, რაც ნამდვილად ღირს. ამისათვის კი დრო გვჭირდება".

დებიუტთან დაკავშირებით:

"სხვა გუნდებში მწვრთნელის რანგში დებიუტს არ ჰგავს. აქ უფრო მეტი ზეწოლა და მეტი პასუხისმგებლობაა. თუ რამე პრობლემა შეიქმნება, გამოსწორება მომიწევს".

ტრანსფერებთან დაკავშირებით:

"მოცდა მოგვიწევს, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 2 კვირაა დარჩენილი. მომავლის გეგმების შესახებ კითხვებს მაშინ ვუპასუხებ, როდესაც ჩემი გუნდის საბოლოო შემადგენლობა მეცოდინება".

ფილიპე კოუტინიოსთან დაკავშირებით:

"რას მოველი კოუტინიოსგან? პირველ რიგში, თითოეულ ფეხბურთელს შესაბამის პოზიციაზე დავაყენებ. ფილიპეს შეუძლია "10-იანი" გახდეს და მარცხენა ფლანგზე თავისუფლება მიიღოს. ბრაზილიელი შემტევია, მაგრამ ის კლუბს დაცვაშიც ეხმარება".

მარკ-ანდრე ტერ შტეგენის გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით:

"ტერ შტეგენი რეაბილიტაციას გადის. არ ვიცი, კიდევ რა პერიოდი გაუცდება, ალბათ რამდენიმე კვირა. ნეტუსთან და ახალგაზრდებთან ერთად ბედნიერი ვარ. ყველას მალე ვაჩვენებთ, რომ დიდებული მეკარეები დადგებიან".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    DyBaLa21
    სტუმარი [?]
    #5 26 სექტემბერი 2020 19:24
    1
    პუჩის ართამაშის გარდა, ყველაფერი მომწონს ამ მწვრთნელის, ფლანგის მცველები გვაკლია და ეგაა
    Culé [?]
    #4 26 სექტემბერი 2020 19:22
    2
    ციტატა: Messiah
    ციტატა: Griezzy7
    ციტატა: Messiah
    ეს კაცი უფრო დაგვაქცევს

    კაი ეხლა სეტიენზე უარესი სულ როძალით აკეთოს რაღაცეები ვერიწნება.
    და ხავი სანამ მოვა იყოს


    მე სეტიენზე რო ვამბობდი დაგვაქცევსთქო ეგრე ამბობდით ვალვერდეზე უარესი ვერ იქნებაო :)

    სეტიენი რომ უარესი იქნებოდა მეც ვიცოდი მარა კუმანის იმედი მაქვს

    ციტატა: Ak47
    ინსტაგრამს ვსქროლავდი და შემხვდა ბარსელონას პოსტი რა და თურმე ჯიგრებს ალენიასთვის 6 ნომერი მიუციათ!! 6 ნომერი რო ბარსელონაში ჩვეულებრივი ნომერი არ არის ამაზე ბევრი ლაპარაკი არც არის საჭირო მემგონი. იმ ბარსელონას დედას შ@@@@@ი სადაც კარლეს ალენიას 6 ნომერი ექნება !!!!!! და მაგ უფანტაზიოს ტოვებენ და რიკის უშვებენ!!!!!

    სწორადაც მოიქცნენ რადგან იციან რომ ალენია ლეგენდა გახდება ბარსასი! უნიჭო პუჩია
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    Culé [?]
    #3 26 სექტემბერი 2020 16:24
    5
    ციტატა: Griezzy7
    ციტატა: Messiah
    ეს კაცი უფრო დაგვაქცევს

    კაი ეხლა სეტიენზე უარესი სულ როძალით აკეთოს რაღაცეები ვერიწნება.
    და ხავი სანამ მოვა იყოს


    მე სეტიენზე რო ვამბობდი დაგვაქცევსთქო ეგრე ამბობდით ვალვერდეზე უარესი ვერ იქნებაო :)
    --------------------

    ForçaBarça
    Culé [?]
    #2 26 სექტემბერი 2020 16:05
    12
    ინსტაგრამს ვსქროლავდი და შემხვდა ბარსელონას პოსტი რა და თურმე ჯიგრებს ალენიასთვის 6 ნომერი მიუციათ!! 6 ნომერი რო ბარსელონაში ჩვეულებრივი ნომერი არ არის ამაზე ბევრი ლაპარაკი არც არის საჭირო მემგონი. იმ ბარსელონას დედას შ@@@@@ი სადაც კარლეს ალენიას 6 ნომერი ექნება !!!!!! და მაგ უფანტაზიოს ტოვებენ და რიკის უშვებენ!!!!!
    Culé [?]
    #1 26 სექტემბერი 2020 15:31
    7
    ეს კაცი უფრო დაგვაქცევს
    --------------------

    ForçaBarça