რივალდო: სუარესს "ბარსელონა" არ უნდა დაეტოვებინა

  • 26-09-2020, 00:50
  • რივალდო: სუარესს "ბარსელონა" არ უნდა დაეტოვებინა

    ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რივალდო, ლუის სუარესის "ბარსელონადან" მადრიდის "ატლეტიკოში" ტრანსფერს გამოეხმაურა. 

    "იმედი მაქვს, "ატლეტიკოში" სუარესის კარიერა კარგად ჩაივლის. ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ და ვფიქრობ, მას "ბარსელონა" არ უნდა დაეტოვებინა. ის კლუბის ისტორიაში მესამე საუკეთესო ბომბარდირია და ერთადერთი მიზეზი, რამაც ალბათ "ბარსას" ბორდის გადაწყვეტილება განაპირობა, მისი ასაკია. 

    "ბარსელონას" ახალი ცენტრფორვარდი სჭირდება. სუარესის გარეშე თამაში ძნელი იქნება, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, რონალდ კუმანმა საჭიროდ ასე ჩათვალა. მას ახალი სისტემის შექმნის გეგმა უკვე ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს და უნდა იცოდეს, როგორ შევავსოთ დანაკლისი. 

    სუარესისა და ვიდალის წასვლის შემდეგ, გასაგებია, რომ პრესა სეზონის ბოლოს მესის წასვლაზე წერს. ჩემი აზრით, იქამდე ბევრი რამე შეიძლება მოხდეს და ლეომ გადაწყვეტილება შეცვალოს. 2021 წელს საპრეზიდენტო არჩევნებია". - თქვა რივალდომ. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Don Leo ფანი [?]

    26 სექტემბერი 2020 10:13

    იმედია ჩვენთან არ ითამაშებს თორე ამან თუ აიშვაა 😁😁

    1
    გასულია
    Zaali გულშემატკივარი [?]

    26 სექტემბერი 2020 08:19

    და რატოო არუნდა გაეშვათ ???

    1
    გასულია
    Feel My Style გულშემატკივარი [?]

    26 სექტემბერი 2020 00:52

    არასწორია, გუნდს არ უნდა გაეშვა სუარესი. თვითონ არსად წასულა

    5
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV