ალექს კოლიადო "ბარსელონას" ტოვებს

  • 26-09-2020, 00:41
  • ალექს კოლიადო "ბარსელონას" ტოვებს

    Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" 21 წლის შემტევ ნახევარმცველს, ალექს კოლიადოს, რომელსაც ძირითად გუნდში თავის გამოჩენის შანსი სეზონში საშუალოდ ერთხელ ეძლევა, კლუბის დატოვება გადაწყვეტილი აქვს. 

    ფეხბურთელს მსურველები მრავლად ჰყავს და მათ შორის არჩევანს მომდევნო კვირაში გააკეთებს. კოლიადოს დამატება ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე "ჟირონას" და ლა ლიგის, პრემიერ ლიგისა და სერია ა-ს თითო კლუბს სურს. 

    კოლიადო "ბარსა ბ"-ს რეგულარული მოთამაშეა, მაგრამ რონალდ კუმანის შემადგენლობაში კონკურენციის გათვალისწინებით, მისი პირველ გუნდში მოხვედრა ნაკლებად სავარაუდოა. სწორედ ამის გამო, ფეხბურთელს ურჩევნია, თამაშის პრაქტიკა სხვაგან მიიღოს. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა
    nikusha ფანი [?]

    26 სექტემბერი 2020 10:44

    პუჩის კი არ გავს

    0
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    გასულია
    Griezzy7 ფანი [?]

    26 სექტემბერი 2020 00:50

    ძაან მომწონს ეს ბიჭი იმედია იჯარით გაუუშვებენ! 😕 💓

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV