დიეგო ფორლანი: სუარესს სანანებელი არაფერი აქვს
- 25-09-2020, 23:36
-
WinGs
- 1

"ბარსელონას" ხელმძღვანელების მიერ ლუის სუარესის კლუბიდან გაშვების ფორმა, რაც, ფაქტობრივად, გაგდება იყო, დიეგო ფორლანმაც გააკრიტიკა. ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა ურუგვაელმა ფეხბურთელმა, რომელიც კარიერის პიკში სწორედ სუარესის ახალ გუნდში, "ატლეტიკოში" თამაშობდა, Radio Marca-სთან ისაუბრა.
"როგორც კლუბი სუარესს მოექცა, სხვა ფეხბურთელების შემთხვევაშიც მომხდარა. მთავარი ისაა, რომ ლუისმა "ბარსელონასთვის" ყველაფერი გაიღო. მას სანანებელი არაფერი აქვს.
სუარესის მსგავსი ფეხბურთელი "ატლეტის" ადვილად მოერგება. ვფიქრობ, ის თავს ისე იგრძნობს, როგორც საკუთარ სახლში და თანაგუნდელებთან ერთად უმაღლესი პოზიციებისთვის იბრძოლებს". - განაცხადა ფორლანმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]