მარკ ანდრე ტერ-შტეგენი: ლუის, შენ სამუდამოდ "ბარსას" ლეგენდად დარჩები

მარკ ანდრე ტერ-შტეგენი: ლუის, შენ სამუდამოდ "ბარსას" ლეგენდად დარჩები

მარკ ანდრე ტერ-შტეგენი ლუის სუარესს გამოემშვიდობა, მან განცხადება ტვიტერზე გამოაქვეყნა:

"ლუის, შენ სამუდამოდ "ბარსას" ლეგენდად დარჩები. მადლიერები ვართ იმ სიხარულისა და ბედნიერებისათვის, რომელსაც 6 წლის განმავლობაში გვანიჭებდი. ერთი სული მაქვს, თუ როდის ვითამაშებ შენს წინააღმდეგ, ეს ახალი გამოწვევა იქნება."

"შენს ოჯახსა და შენ მომავალში მხოლოდ საუკეთესოს გისურვებთ."

ურუგვაელმა და გერმანელმა ფეხბურთელებმა კლუბში ერთად თამაშისას 14 თასი მოიგეს. 1 ჩემპიონთა ლიგა, 4 ლა ლიგა, 4 კოპა დელ რეი, 3 ესპანეთის სუპერ თასი, 1 უეფას სუპერ თასი და 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.