სესკ ფაბრეგასი: იმედი გვაქვს, "ბარსელონა" კვლავ საუკეთესო იქნება
- 25-09-2020, 19:42
-
DaviD_ViLLa_7
- 1

"ბარსელონას" ყოფილი და "მონაკოს" ახლანდელი ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი კატალონიურ კლუბში შექმნილ რთულ სიტუაციაზე კომენტარს აკეთებს.
"კლუბში ახლა რთული სიტუაციაა, მაგრამ მჯერა, რომ მალე ბევრი რამ შეიცვლება. იმედი გვაქვს, ყველაფერი გაუმჯობესდება და "ბარსელონა" კვლავ საუკეთესო იქნება.
ლიონელ მესი და ლუის სუარესი? ჩვენს ვსაუბრობთ ფეხბურთელებზე, რომლებმაც "ბარსელონას" სიცოცხლე შესწირეს. ისინი ძალიან ბევრისთვის კუმირები, ლეგენდები არიან, რომლებმაც ტიტულები მოიგეს. რაღაცების სხვანაირად გაკეთება შეიძლებოდა, განსაკუთრებით ფეხბურთელის პატივისცემასთან დაკავშირებით.
ვწუხვარ, რადგან ისინი ჩემი მეგობრები არიან. ვიცი, რომ მათ "ბარსელონა" უყვართ და ვიცი, რა მისცეს კლუბს. ფეხბურთი მხოლოდ ის არაა, რასაც მოედანზე ვხედავთ. არსებობს კიდევ ბევრი რამ. ფეხბურთელის უკან ყოველთვის ვიღაც დგას".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]