ლუის სუარესის ემოციური პასუხი ლეო მესის: არ დაგავიწყდეს, რა გითხარი...

ლუის სუარესის ემოციური პასუხი ლეო მესის: არ დაგავიწყდეს, რა გითხარი...

ცოტა ხნის წინ "ბარსელონას" ლიდერმა, ლიონელ მესიმ, სოციალურ ქსელ Instagram-ზე მის საუკეთესო მეგობარსა და უკვე ყოფილ თანაგუნდელს, მადრიდის "ატლეტიკოს" შემტევს, ლუის სუარესს, გამოსამშვიდობებელი პოსტი მიუძღვნა, რომელსაც თავად ურუგვაელი ფეხბურთელი ახლახანს ემოციური სიტყვებით გამოეხმაურა.

"მადლობა, მეგობარო, ამ სიტყვებისთვის, მაგრამ უფრო დიდი მადლობა იმისათვის, რომ კარგი ადამიანი ხარ, იმისათვის, რაც პირველივე დღიდან ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის იყავი. ყოველთვის მადლობელი ვიქნები შენი ადამიანობისთვის, ერთად გატარებული დროისთვის და საოცარი ურთიერთობისთვის, რადგან ყველამ იცის, თუ როგორი ფეხბურთელი ხარ.

არ დაგავიწყდეს, რა გითხარი: "განაგრძე სიამოვნების მიღება და აჩვენე, რომ ერთადერთი ხარ" და რომ 2, 3 ან 4 ადამიანი ვერ ჩრდილავს იმას, თუ რამდენად დიდი ხარ კლუბისთვის და მსოფლიოს ფეხბურთისთვის.

ძალიან მიყვარხარ, მეგობარო. ჩვენ, ხუთივეს, მოგვენატრები".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Luka charkviani
    სტუმარი [?]
    #7 27 სექტემბერი 2020 23:57
    0
    ეჰჰჰ msn ms m 😢😭😢
    ფანი [?]
    #6 25 სექტემბერი 2020 20:25
    7
    აუ აუ ბართუშას რა პინკპონკს ეთამაშებიან ძმეები))))
    ფანი [?]
    #5 25 სექტემბერი 2020 20:19
    12
    სად არიან პიკე შტეგენი ალბა ბუსკეცი ეგ ვაზელინი ხალხი ხმას როვერ იღებენ რა ქვეშაბსიებიც მოედანზე არიან ბოლო წლებია მოედნის გარეთაც იგივე ნაგავი ხალხი ყოფილან
    გულშემატკივარი [?]
    #4 25 სექტემბერი 2020 19:49
    3
    😰😰😰😰😰😰
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 25 სექტემბერი 2020 19:05
    30
    ბიჭო ბიჭო რა დღეში არიან გადაუარეს ბართომეუს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    რედაქტორი [?]
    #2 25 სექტემბერი 2020 18:55
    20
    ციტატა: gigrok6
    5 ივეში ოჯახის წევრებს გულისხმობს?

    კი
    --------------------
    Pep Guardiola about David Villa: "It's impossible to make an enemy of David. He's much too nice person, generous on the pitch and in his personal life"
    წევრი [?]
    #1 25 სექტემბერი 2020 18:53
    15
    5 ივეში ოჯახის წევრებს გულისხმობს?