MD ისევ მესის სახელით ლაპარაკობს

MD ისევ მესის სახელით ლაპარაკობს

მას შემდეგ, რაც ლიონელ მესი ძალით დაიტოვეს, კუმანმა გადაწყვიტა, რომ ახალი გუნდის მშენებლობა მის გარშემო დაეწყო. ჰოლანდიელის გეგმას უკვე შეეწირა ლეოს უახლოესი მეგობარი და კლუბის ერთ-ერთი ლეგენდა - ლუის სუარესი.  

მესის სათამაშო თვალსაზრისით არაფერი ეტყობა, მაგრამ ყველა ხედავს, რომ სახე ჩამოსტირის და უხასიათოდ არის. როდის აფეთქდება, არავინ იცის. რამდენად შერჩა მოთმინების უნარი, რთული სათქმელია. ჯერ კიდევ წინა სეზონის ბოლო ტურებში ბევრჯერ ვნახეთ, რომ წყობიდან იყო გამოსული მისი ნერვული სისტემა, კლუბში მიმდინარე მოვლენების გამო, წესრიგში ვერ არის, ამ ყველაფერს კი სუარესის წასვლაც დაემატა.

რონალდ კუმანმა დეტონატორის წამზომი ჩართო. ახლა ვნახავთ, შეუძლია თუ არა ბომბის გაუნებელყოფა. ჰოლანდიელს შედეგთან ერთად კარგი სათამაშო ხარისხის ჩვენებაც დასჭირდება, ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც ლეოს ხასიათზე მოიყვანს, მესი კი ის ბოძია, რომელსაც მთელი კლუბი ეყრდნობა, თუ სათანადო მოტივაცია ვერ იპოვა, ყველაფერი ჩამოინგრევა.

კუმანს რამდენიმე არჩევანი აქვს შეტევაში და საუკეთესოს არჩევა მოუწევს. ამასთანავე ჰყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომელთა წინაშეც ვალდებულია, რომ სათამაშო დრო დაუთმოს. რიკი პუჩი წინასწარ გააფრთხილა, რომ ძალიან მცირე დრო ექნება, აი ფატის და ტრინკაუს რაც შეეხებათ, ყველაფერი მათ ხელშია.

ფრანგებთან კონკურენცია ერთსაც შეუძლია და მეორესაც. მესი კი ხელშეუხებელია და როგორც უკანასკნელ შეხვედრაში ვნახეთ, ცრუ ცხრიანის პოზიციაზე ითამაშებს. მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ გუნდი ცხრიანის გარეშეა დარჩენილი (ბრეითუეიტს თუ არ ჩავთვლით), მთელი სეზონის განმავლობაში კუმანს თამაშის სცენარის შეცვლაც მოუწევს, ამის გაკეთება კი ცხრიანის გარეშე ძალიან გაჭირდება.

ამიტომ "ბარსა" ბოლომდე იაქტიურებს ლაუტარო მარტინესის შესაძენად. თუ ეს მოხდა, კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება და მართლა რთული წარმოსადგენი გახდება, ვინ შეიძლება ძირითადში განიხილებოდეს. როგორც Mundo Deportivo გვამცნობს, ლაუტაროს ტრანსფერს თავად ლიონელ მესი ითხოვს, თუმცა, რამდენჯერაც ჟურნალისტებმა მესის სახელით დაიწყეს სტატიების წერა, ლეომ იმდენჯერ უარყო. შესაბამისად, ვერავინ იტყვის, რა სურს მესის.

გრიზმანს შანსი მიეცემა. აუცილებლად. ეს თავად კუმანისგან ვიცით. თუ ზედიზედ შვიდი ან რვა შეხვედრა არ ჩააგდო, ის ძირითადის ფეხბურთელი იქნება. მთავარია მისი აქტიურობა გოლებში აისახოს.

MD-ს ინფორმაციით, მარცხენა ფლანგზე, ფსონი უმეტესად ფატიზე გაკეთდება და არა დემბელეზე. ანსუმ ახალი კონტრაქტი გააფორმა, ხელფასი მოუმატეს, მისი გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევროა. 2024 წლამდე 22 ნომრიანი მაისური დაისაკუთრა, ნაკრებში წარმატებული დებიუტი ჰქონდა და მზად არის დემბელე სამუდამოდ გადასვას სკამზე.

თავის მხრივ "დამბო" ეცდება მრავალწლიანი ტანჯვის მერე, "კამპ ნოუზე" აჩვენოს ის ფეხბურთი, რის გამოც კლუბში მოიყვანეს.

საინტერესი სეზონი გველის. "ბარსა" მარათონში სულ რაღაც ორ დღეში ჩაებმება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #3 25 სექტემბერი 2020 14:48
    0
    ნეტუ (შტეგენი როცა გა,ოჯანმრთელდება შტეგო)
    ს,რობერტო/დესტი-პიკე-ლენგლე-ალბა
    პიანიჩი-დე იონგი
    დემბელე-მესი-კოუტინიო
    გრიზმანი


    პენია
    დესტი/რობერტო-არაუხო-უმტიტი-ფირპო
    ალენია-ბუსკეტსი
    ტრინკაო-პედრი-ანსუ ფატი
    ბრაითვაიტი
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    ფანი [?]
    #2 25 სექტემბერი 2020 12:58
    1
    ერთი სული მაქვს დაიწყოს. ახლაგაზრდები ისე მომწონს, რომ მგონია მესის წასვლა ძაან არ დაგვეტყობა. პედრი და ტრინკაუ აიღებენ მის საქმეს ტაბზე და დაიხვეწებიან ნელ ნელა, კოუ ისედაც დაეხმარება ახლავე. მინდა რომ მსოფლიოს საუკეტესო ფეხმურთელმა რაც შეიხლება მეტი მოიგოს, რაც შეიძლება მეტი სეაგდოს რომ ყველას აჯობოს და ციფრებშიც გამოხატოს საუკეტესოობა
    გულშემატკივარი [?]
    #1 25 სექტემბერი 2020 12:55
    1
    მე მგონია არ მოიყვანენ 9იანს. ჯერ გრიზის მოსინჯავს და მერე ფატის ცხრიანზე