AFA-ს პრეზიდენტი: "ბარსელონა" მესის უსამართლოდ მოექცა

AFA-ს პრეზიდენტი: "ბარსელონა" მესის უსამართლოდ მოექცა

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის (AFA) პრეზიდენტმა, კლაუდიო ტაპიამ, მის თანამემამულეზე, "ბარსელონას" კაპიტანზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა.

"მესი ინდივიდუალურად ყოველთვის მის თანაგუნდელებზე მაღლა იდგა. ამიტომ, ვფიქრობ, ყველაფერი იმის შემდეგ, რაც ლეომ "ბარსას" მისცა, კლუბის ხელმძღვანელობა მას უსამართლოდ მოექცა. ის ასეთ მოპყრობას არ იმსახურებს", - ციტირებს ტაპიას სიტყვებს TyC Sports.

ლიონელ მესის "ბარსელონასთან" კონტრაქტის გაწყვეტა და გუნდის უფასოდ დატოვება სურდა, თუმცა კატალონიელებმა 33 წლის ფეხბურთელს ამის უფლება არ მისცეს. შედეგად, არგენტინელი მოთამაშე იძულებული გახდა, "ბლაუგრანაში" დარჩენილიყო. კლაუდიო ტაპია, სავარაუდოდ, სწორედ ამას გულისხმობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 25 სექტემბერი 2020 00:14
    1
    ბართო შენი ოჯახი მო...