სერხიო ბუსკეტსი ლუის სუარესს დაემშვიდობა

სერხიო ბუსკეტსი ლუის სუარესს დაემშვიდობა

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა, ლუის სუარესს სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი პოსტი მიუძღვნა. 

ურუგვაელმა თავდამსხმელმა "ბარსა" კლუბის სურვილით დატოვა და მადრიდის "ატლეტიკოს" შეუერთდა. 

"მადლობა ყველაფრისთვის, რაც ამ წლების განმავლობაში გააკეთე, შენ შესანიშნავი ხარ. შენს ოჯახთან ერთად ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ. მოგვენატრები." - დაწერა ბუსკეტსმა Instagram-ზე. 

ლუის სუარესის 6-წლიანი "ბარსელონური" კარიერის განმავლობაში, სერხიო მისი თანაგუნდელი იყო. მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ორივე ფეხბურთელი ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო. ახლა ბუსკეტსს შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ აქვს, სუარესი კი რონალდ კუმანის გეგმებში საერთოდ არ აღმოჩნდა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #1 24 სექტემბერი 2020 17:45
    2
    სტატიის ბოლო წინადადებები ნათელი მაგალითია იმისა რომ : დრონი მეფობენ და არა მეფენი !