ლუის სუარესის გამოსამშვიდობებელი ცერემონია

  • 24-09-2020, 14:44
  • ლუის სუარესის გამოსამშვიდობებელი ცერემონია

    "ბარსელონას" ოფიციალურ არხზე ლუის სუარესის გამოსამშვიდობებელი ცერემონია უკვე დაიწყო, რასაც პერიოდულად (განახლებებით) შემოგთავაზებთ: 

    ჟოზეპ მარია ბართომეუ: "დილა მშვიდობის, დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან მოთამაშეს ვემშვიდობებით" 

    ლუის სუარესი: "ყველაფერი ეს გაუთვალისწინებელია, არაფერი დამიგეგმავს. მე შემიძლია მხოლოდ მადლობა გადავუხადო კლუბს, იმ შეცდომის მიუხედავად ნდობისთვის, რომელიც აქ მოსვლამდე დავუშვი." 

    "მინდა გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო სიყვარულისთვის, რაც ჩემამდე მოიტანეს, მათ ყოველთვის ეყოლებათ კულე." 

    ახლა საუბარი უბრალოდ მიჭირს, დიდი იმედი მაქვს, კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელები თავიანთ შანსებს აუცილებლად გამოიყენებენ.

    სუარესი: "ძალიან მომენატრება ჩემი მეგობრები, რომლებიც ყოველთვის მაბედნიერებდნენ." 

    "აქ მსოფლიოს რამდენიმე საუკეთესო ფეხბურთელთან ვთამაშობდი, მე ყოველთვის კულე ვიქნები, სადაც არ უნდა ვიყო."

    სუარესი მესიზე: როდესაც მას წასვლის შესახებ ვაცნობე, ძალიან გაუკვირდა. ძალიან უცნაური იქნება, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს ურუგვაისა და არგენტინის ნაკრებებით დავუპირისპირდებით. ყველამ იცის ჩვენი ურთიერთობის შესახებ. როდესაც "ბარსელონაში" მოდიხართ თქვენ გეუბნებიან: "მესისთან ფრთხილად იყავი, ის განსხვავებულია." თუმცა მასზე ბევრი რამ გამოგონილია.

    "აქ გატარებული 6 წლით ნამდვილად ვამაყობ, ახლა კი მესმის, რომ წასვლის დრო მოვიდა, "ბარსელონას" ყველა მომენტისთვის მადლობას ვუხდი." 

    "კლუბიდან თავაწეული მივდივარ, ჩემს შესახებ ბევრ რამეს ამბობენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და ნამდვილად არ ვიმსახურებ." 

    რონალდ კუმანთან დაკავშირებით: "კუმანი? მე მის გადაწყვეტილებას დავთანხმდი და ამას მოველოდი კიდეც. მე ვაფასებდი მას და ვაგრძელებდი მისი ხელმძღვანელობით ვარჯიშს, სანამ ჩემი მომავალი არ გავარკვიე." 

    "ჩვენ ადამიანების გადაწყვეტილებას უნდა დავეთანხმოთ. როდესაც კლუბი ამბობს, რომ უნდა წახვიდე, ესე იგი, უნდა წახვიდე. და როდესაც მოთამაშეს კლუბის დატოვება სურს, კლუბმა მას ამის საშუალება უნდა მისცეს. 

    მესიმ ძალიან კარგად იცის, რაზეც ვფიქრობ და მეც შესანიშნავად ვიცი თუ რაზე ფიქრობს ის. ჩვენ კარგი ურთიერთგაგება გაგვაჩნია, ჩემი წასვლა მესისთან ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენს."

    "ბაიერნთან" მარცხზე: პირველივე დღიდან მაქსიმალურად ვიხარჯებოდი, ჩვენთვის მსგავსი შემთხვევა ადვილი გადასატანი არ ყოფილა. გულშემატკივარს რთულ მდგომარეობაში მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი." 

    "ატლეტიკოზე": "ატლეტიკოს" ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდი ჰყავს და მსურს მათ დავეხმარო. რატომ "ატლეტიკო"? ამ გუნდის შესახებ ანტუან გრიზმანს, დიეგო გოდინსა და დიეგო სიმეონეს ვესაუბრე, ახლა კი ძალიან მოხარული ვარ იქ გადასვლით. ყველამ იცის, რომ "ბარსელონამ" ტრანსფერზე დამაყენა, მე ბევრი წინადადებები მქონდა, თუმცა საბოლოოდ "ატლეტიკო" ავირჩიე."

    "როგორც კლუბის მე-3 საუკეთესო ბომბარდირი, საკუთარი კვალი დავტოვე. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ადვილი არ არის აქ მოსვლა და ოცნებების ახდენა. არასდროს მეგონა, რომ ეს მოხდებოდა. აქ ყოველთვის ბოლომდე უნდა იბრძოლო, რასაც მუდამ ვცდილობდი."

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 37 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    kubla2000 წევრი [?]

    26 სექტემბერი 2020 03:17

    ხალხო ეხლა ვრწმინდები რო ბაიერნს სასწაული ფიზმომზადების სტაფი ყავს კოუტინიო ბევრად მოხოდილია ფიზიკაში აი ბევრად

    0
    გასულია
    jorjone444 საიტის ლეგენდა  [?]

    26 სექტემბერი 2020 00:42

    ვერასოდეს ვიფიქრებდი ასეთი ს...რი გუნდის გულშემატკივარი თუ ვიქნებოდი ოდესმე.27 წელი შევალიე ამ გუნდის გულშამატკივრობას და მინახავს საოცარი ვარდნები და საოცარი აღმასვლები.არასოდეს შემრცხვენია ამ გუნდის გულშემატკივრობა და ეხლა პირვალად მრცხვენია.უსულუ,ყოველგვარი ფასეულობებისგან დაცლილი,არაჰუმანურობის და სრული მარაზმის ერთობლიობა.ბართომეუ შენ....... ყვეფერს შ......ი მთელი ცხოვრება.მოვა დრო შენი თუ გოსესბში არ გნახო იმ შენი ძმაკაცივით მაშინ ამ ცხოვრების დ..მოვ...ნ.

    0
    გასულია
    nikusha ფანი [?]

    25 სექტემბერი 2020 13:40

    ციტატა: mironis
    რომელ შეცდომაზე ამბობს დავუშვი და მაინც მენდნენო ვერ ვიხსენებ ?

    კიელინის რომ უკბინა

    1
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    გასულია
    lukeqsa წევრი [?]

    25 სექტემბერი 2020 13:33

    როცა დასუსტდა მაშინ გაუშვეს :D

    0
    გასულია
    ♛BaRcElOnA♛ ფანი [?]

    25 სექტემბერი 2020 11:57

    მშვიდობით ლეგენდავ!!❤️❤️❤️
    შენი სახით უმაღლესი კლასის ფორვარდი დააკლდება ბარსელონას...მართალია უნდა წასულიყავი,რადგან ასაკში იყავი,მაგრამ ის რისი მიცემაც კლუბისთვის სულ შეგეძლო
    შენი მონდომება და ერთგულებაა,ასევე კლასი,რომელიც ასაკთან ერთად უფრო გემატებოდა...მოკლედ ძალიან დაგვაკლდები როცა მოედანზე ვეღარ გიხილავთ,დაგვაკლდება შენი საოცარი გოლები,შენი უმაღლესი კლასი და შენი და მესის ურთიერთობა ❤️მშვიდობით და წარმატებები ცხოვრების ახალ ეტაპზე el pistolero❤️❤️❤️

    0
    გასულია
    mironis წევრი [?]

    25 სექტემბერი 2020 03:17

    რომელ შეცდომაზე ამბობს დავუშვი და მაინც მენდნენო ვერ ვიხსენებ ?

    1
    საიტზეა
    me da barca Culé [?]

    24 სექტემბერი 2020 23:53

    შენისთანა ცხრიანს ბარსა კაი ხანი ვერ მოიყვანს.

    10
    გასულია
    Iniesta. And messi წევრი [?]

    24 სექტემბერი 2020 22:56

    ნახვამდის ლეგენდავ❤❤❤❤❤❤

    7
    გასულია
    carles puyol 5 გულშემატკივარი [?]

    24 სექტემბერი 2020 20:32

    ცრემლები მომადგა😥.ძალიან მოგვენატრები სუააა შენც და შენი დოდებული გასროლებიც "ელ პისტოლერო"

    9
    --------------------
    კულე სამუდამოდ
    გასულია
    claudio Caniggia წევრი [?]

    24 სექტემბერი 2020 20:25

    კუმანი ჯერ მის ატირებისთვის არის გასაგდები 😂 ჰო ყველამ ვიცით, რომ წელს თუ რამე არ მოვიგეთ კუმანს მეორე შანსს არავინ მისცემს და ეგრევე გამოაგდებენ. ჩვენ კიდევ დავრჩებით სუარესის გარეშე.

    9
    გასულია
    Messiah ფანი [?]

    24 სექტემბერი 2020 20:07

    მშვიდობიტ ლეგენდავ !

    მადლობა ყველაფრისთვის

    10
    --------------------

    ForçaBarça
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    24 სექტემბერი 2020 19:53

    წარმატებები ლეგენდავ.

    10
    გასულია
    C.PC5 წევრი [?]

    24 სექტემბერი 2020 18:08

    სიტყვები ზედმეტია. უბრალოდ ლეგენდა რომელსაც უნდა დავემშვიდობოთ♥️😭

    11
    გასულია
    BARCELONA FOREVER გულშემატკივარი [?]

    24 სექტემბერი 2020 18:01

    ნადვილად სწორად თქვა ყველაფერი ახალგაზრდებს უნდა მიეცეთო შანსები როცა დრო მოვა უნდა წახვიდეო ეგეც ზუსტი თქვა მაგრამ მე პირადად მაინც არ მინდოდა სუას წასვლა მაგრამ რას ვიზამთ მადლობა იმ ყველაფრისთვის რაც გუნდისთვის გააკეთე ამ 6 წელში წარმატებები ლეგენდავ

    9
    --------------------
    BARCELONA IS MY LIFE
    გასულია
    jo va ni გულშემატკივარი [?]

    24 სექტემბერი 2020 17:57

    სუარესი მოვიდა როგორც დიდებული ფორვარდი და დაგვტოვა ლეგენდარულმა... გული ყველა ბარსას ფანს დაწყდა მაგრამ დრო იყო წასვლის მაჟორულ ნოტაზე, წელს რომ ვაფშე ჩაეგდო სეზონი დარჩენის შემტხვევაში გინებას დაუწყებდა ხალხი, ჯობია წახვიდე შედარებით, ფორმის პიკში ვიდრე საერთოდ დამძიმებული... ხავიც და ინიესტაც ფორმაში იყვნენ ისევ რომ წავიდნენ... წარმატებები el pistolero... მადლობა ფანტასტიური 6 წლისთვის

    6
    გასულია
    vegassi54 Culé [?]

    24 სექტემბერი 2020 17:34

    გული დამწყდა ბოლომდე მეგონა რომ დარჩებოდა,,ყოველთვის გლადიატორივით იბრძოდა აკეთებდა რაც შეეძლო და ყველას შეგვაყვარა თავი. სხვა რა გზაა? წარმატებები ვუსურვოთ.

    9
    გასულია
    ANSU FATI.. ფანი [?]

    24 სექტემბერი 2020 17:31

    კი დრო იყო წასვლის რათქმაუნდა მაგრამ არა ასე არა ამ ხერხით და ამდაგვარად ესე არ ექცევიან ლეგენდებს პლიუს (გრიზმანი 120 მ სუარესი 4 მ )
    მადლობა ლუის იმ დაუვიწყარი მომენტებისთვის მუდამ გვემახსოვრები და წარმატებები ახალ გუნდში
    მაგრა დამწყდა გული რას ვიზამთ დრო არავის ინდობს და წარმოდგენაც არ მინდა მესიზე რო მიდგება საქმე რა დაგვემართება წარმატებები პისტოლეროს რაც არ გვკლავს გვაძლიერებს
    ვისკა ბარსა

    7
    --------------------

    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig the best talent❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    გასულია
    B.A.r.c.A ფანი [?]

    24 სექტემბერი 2020 16:58

    უბრალოდ მაინტერესებს არსებობს დღეს გუნდი სადაც სუარესი სასტავისთვის ვერ იბრძოლებს და გამოკვეთილი სკამის ფეხბურთელი იქნება? წავიდა ვეღარაფერს ვეღარ შეცვლი ადამიანი უბრალოდ ის გოლის ალღო ის ფროფესიონალიზმი და ასე რომ ვთქვათ გოლზე დაგეშილობა არცერთ სავარაუდო ფრეტენდენტს არ აქვს რაც სუას ქონდა და აქვს არც დეფაის არც ლაუტაროს და არც გრიზმანს 9 ნომრის გარეშე ვერცერთი დიდი გუნდი წარმატებას ვერ მიაღწევს წარმოუდგენელია უბრალოდ ყველას ყავს თავის სტილის 9რიანი ლევანდოვსკი აგუერო ფირმინიო ბენზემა კეინი ლუკაკუ ვერნერი 21 საუკუნეში მაგ პოზიციის გარეშე თამაში ჩემთვის წარმოუდგენელია და 3 მყოფი სუარესი გაუშვით პრინციპულობის გულისთვის თორე ვერავინ იტყვის სუამ სეზონი ჩააგდოვი

    7
    გასულია
    o.dembele11 გულშემატკივარი [?]

    24 სექტემბერი 2020 16:54

    საღოლ ჯეკა მაგრად დაასხა ბართუშას მესისთან დაკავშირებით "როცა ფეხბურთელს წასვლა სურს უნდს გაუშვა" აი იმენა საღოლ სუაა❤️❤️

    10
    გასულია
    ჯერემი რენერი რედაქტორი [?]

    24 სექტემბერი 2020 16:35

    მესის წასვლა წარმოიდგინეთ რამდენად მძიმე იქნება..

    15
    --------------------
    “No Matter Where Are You I Will Always Support And Love You ♥ ..”

    No Country for Old Men ❤️
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV