სუარესი კუმანის კატეგორიული მოთხოვნის შედეგად გაუშვეს
- 24-09-2020, 12:05
-
ფეოლა
- 4

რონალდ კუმანი პირველივე დღიდან პრინციპული იყო. მან თქვა, რომ სუარესი არ სჭირდებოდა და ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც ნიდერლანდელს სურდა. ეს კი დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან კუმანმა კლუბის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლეგენდა მოისროლა გუნდიდან, მიუხედავად იმისა, რომ სუარესი დათმობაზე მიდიოდა და მზად იყო მატჩები სათადარიგოთა სკამიდან დაეწყო.
სეზონში რომ მომენტების რეალიზაციის კუთხით პრობლემა გაჩნდეს, პირველ რიგში კუმანს გააკრიტიკებენ და აუცილებლად ლუის სუარესს გაახსენებენ.
მას შემდეგ, რაც კუმანმა სუარესი ამხანაგურ შეხვედრებში არ ათამაშა, ლუისმა მის მსურველებთან მოლაპარაკებები დააჩქარა, "იუვენტუსთან" არაფერი გამოვიდა, სამაგიეროდ "ატლეტიკოში" გადაბარგდა და "ბარსას" მთავარ კონკურენტად იქცა. სეზონის წინ ასე ჩანს, "რეალი" რას იზამს ამას დრო გვაჩვენებს.
როგორც Mundo Deportivo გვამცნობს, ბართომეუ და "ატლეტიკო" ტრანსფერზე ვერ თანხმდებოდნენ, მაგრამ კუმანმა კატეგორიულად მოითხოვა, რომ სუარესი წასულიყო, შესაბამისად, ბართომეუც ყველაფერს დათანხმდა. 2019 წელს, კატალონიის რადიოსთან ინტერვიუში, რონალდ კუმანი "ბარსელონაზე" საუბრობდა და აღნიშნა, რომ სუარესი აუცილებლად უნდა წასულიყო გუნდიდან. ერთი წლის შემდეგ, ნიდერლანდელმა ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო.
კუმანის გასაშვებ ფეხბურთელთა სიაში მხოლოდ სამუელ უმტიტი დარჩა.
წყარო - Mundo Deportivo.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]