სუარესის გამორჩეული 9 შეხვედრა

სუარესის გამორჩეული 9 შეხვედრა

"ბარსელონას" ოფიციალურმა საიტმა ლუის სუარესის 9 მატჩი გამოარჩია.

პირველი გოლი

სადებიუტო გოლი აპოელ-თან გაიტანა. მეტოქე ლამაზი ფინტით ჩამოიცილა და მოჭრილი დარტყმით შორეულ კუთხეში შეაგდო.

"მაკრატელა"

პირველი ასეთი გოლი სუარესმა 2015 წელს შეაგდო, "ლევანტეს" კარში. მაშინ რამდენიმე გამოცემამ დაწერა, რომ ფეხბურთელი კარიერაში მხოლოდ ერთელ იტანს ასეთ გოლს. სუარესმა კიდევ ორჯერ გაიტანა, ორივეჯერ "სევილიას" კარში, 2017 და 2019 წლებში.

"კლასიკო"

2015 წელს, თავის მეორე "კლასიკოში", სუარესმა დანი ალვესის შორეული პასი შეირგო, პეპესა და რამოსისგან გათავისუფლდა და შორეულ კუთხეში შეაგორა. ლუისმა სულ 16 "კლასიკოში" მიიღო მონაწილეობა და 11 გოლი გაიტანა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი

თამაშამდე ბერლინში ჩასულ ვარსკვლავებს პროგნოზებს თხოვდნენ, ყველაზე ხშირად ნათქვამი ანგარიში 3-1 იყო, "ბარსას" სასარგებლოდ, თამაში მართლაც ასე დასრულდა, ერთ-ერთი გოლი კი ლუის სუარესმა გაიტანა.

"ოქროს ბუცი" 2015/16

სუარესის საუკეთესო სეზონი. მისმა ჰეთ თრიქმა "გრანადასთან" გუნდს ჩემპიონობა მოუტანა. სეზონის ბოლოს "პიჩიჩი" და "ოქროს ბუცი" დაიმსახურა.

იმედის გოლი

პსჟ-სთან იმედი სწორედ ლუის სუარესის გოლმა გააჩინა, რადგან სულ რაღაც მესამე წუთზე შეაგდო. მერე რაც მოხდა, ეს უკვე ისტორიის საკუთრებაა.

100 გოლი

"ბარსას" ისტორიაში, ლუის სუარესმა ყველაზე მოკლე მონაკვეთში შეძლო 100 გოლის გატანა.

გოლი ქუსლით

ბოლო სეზონში პატარა ჯადოქრობა ჩაიდინა და კარიერის ყველაზე ლამაზი გოლი შეაგდო. პატრიკ კლუივერტს ასევე გაუტანია მსგავსი გოლი, "მალიორკას" კარში, მაგრამ სუარესმა ყველაფერი დინამიკაში გააკეთა, თანაც ერთი შეხებით, უფრო რთული იყო, უფრო ლამაზი გამოვიდა და სავარაუდოდ განვლილი სეზონის საუკეთესო გოლიც არის.

მესამე ადგილი

დერბიში, "ესპანიოლის" წინააღმდეგ, სუარესმა კუბალას გადაასწრო და გახდა მესამე საუკეთესო ბომბარდირი "ბარსას" ისტორიაში.

წყარო - FcBarcelona.com.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #4 24 სექტემბერი 2020 14:37
    3
    ძალიან დიდია და უდაოდ ბარსას ისტორიაში საუკეთესო 9-იანია. მშვიდობით ლეგენდავ!!
    რედაქტორი [?]
    #3 24 სექტემბერი 2020 13:39
    3
    მინიმუმ ერთი სეზონი იმსახურებდა დარჩენას!
    და ღირსეულ გაცილებას "გაგდებას" კი არა..
    --------------------
    “No Matter Where Are You I Will Always Support And Love You ♥ ..”

    No Country for Old Men ❤️
    ფანი [?]
    #2 24 სექტემბერი 2020 13:01
    4
    ერთ თამაშს დავამატებდი და ჩემი სუბიექტური აზრით სუას ბარსელონურ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩია კლასიკო 2018-2019 წლების, 5-1 რომ მოვიგეთ, აი მაგ მატჩში გამოჩნდა რას ნიშნავდა სუა ჩვენთვის♥️
    მწერალი [?]
    #1 24 სექტემბერი 2020 12:48
    0
    ციტატა: MALUMA
    მხოლოდ იმას დავამატებ რომ ელ პისტოლეროს გატანილი გოლით ესპანიოლი სამუდამოდ გავარდა ლა ლიგაში ვეღარასდროს ამოვა ესპანიოლი ლა ლიგაში!


    აი რატო განაღვლებს ესპანიოლი?
    გინდ ამოვიდეს, გინდ ჩავიდეს...
    როცა ვეთამაშებით, მეტი მუღამი მაქვს ხოლმე.
    ეგენიც არ გვიწყვიტავდნენ რამეს... : )