მირალემ პიანიჩი სუარესის წასვლას გამოეხმაურა

მირალემ პიანიჩი სუარესის წასვლას გამოეხმაურა

ლუის სუარესი ოფიციალურად მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელია, ურუგვაელის კლუბიდან წასვლას "ბარსელონას" ახალწვეული, მირალემ პიანიჩი გამოეხმაურა. 

"ლუის სუარესის წასვლით, "ბარსელონამ" დიდი ცენტრფორვარდი დაკარგა. მე ძალიან მინდოდა მასთან ერთად სეზონის ჩატარება." - პიანიჩის სიტყვებს L'Esportiu ციტირებს. 

სუარესი უკვე მეოთხე ფეხბურთელი გახლავთ, რომელსაც ახალწვეული პიანიჩი "ბარსელონაში" გამოემშვიდობა. ერთი თვის განმავლობაში კლუბი ივან რაკიტიჩმა, არტურო ვიდალმა და ნელსონ სემედუმაც დატოვეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.