ანდრეს ინიესტა: იმედი მაქვს, "ბარსელონაში" დავბრუნდები
"ბარსელონას" ლეგენდამ, იაპონური "ვისელ კობეს" ახლანდელმა ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ მშობლიურ კლუბში დაბრუნების სურვილი გამოთქვა.
"ბარსელონა" ჩემი სახლია. ამ კლუბში მრავალი წელი გავატარე. ვიმედოვნებ, რომ ერთ დღესაც დავბრუნდები იქ, სადაც ბევრი რამ ვისწავლე. ეს ძალიან მინდა", - ციტირებს ინიესტას სიტყვებს OneSoccer.
ანდრეს ინიესტა "ბარსელონას" აღზრდილია. 36 წლის ფეხბურთელმა, 2018 წლის ზაფხულში "ვისელ კობეში" გადასვლამდე, მთელი კარიერა "ბლაუგრანაში" გაატარა. "ელ ილუსიონისტამ" კატალონიურ გუნდში 32 ტიტული მოიგო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]