ბართომეუმ პირობა არ შეასრულა... კიდევ ვინაა საფრთხეში?

ბართომეუმ პირობა არ შეასრულა... კიდევ ვინაა საფრთხეში?

მიმდინარე წლის 18 აგვისტოს "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებზეც კლუბი სამომავლოდ დიდ იმედებს ამყარებდა. მათ შორის იყო ნელსონ სემედუც. გავიდა თვეზე ცოტა მეტი და პორტუგალიელ მარჯვენა მცველზე სამომავლო იმედებს უკვე "ვულვერჰემტპონის" პრეზიდენტი, ჯეფ ში ამყარებს.

Tribuna გვთავაზობს იმ 4 ფეხბურთელისგან შემდგარ სიას, რომლებსაც ნერვიულობის საბაბი აქვთ, რადგან მათი გუნდში დარჩენის პირობა ბართომეუმ ასევე დადო.

მარკ-ანდრე ტერ შგეგენი

გერმანელ მეკარეს კონტრაქტი 2022 წელს უმთავრდება და ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება ჯერ ვერ ხერხდება. ბართომეუმ არაერთხელ განაცხადა, რომ ტერ შტეგენი ახალ კონტრაქტს აუცილებლად გააფორმებს, მაგრამ წინსვლა ჯერ არ შეინიშნება.

ანსუ ფატი

დღეს ანსუ ფატი "ბარსელონას" პირველი გუნდის წევრი ოფიციალურად გახდა, თუმცა ბართომეუს სიტყვები, რომ ის გუნდისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ფეხბურთელის მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

უსმან დემბელე

ფრანგი შემტევი, სემედუს მსგავსად, 18 წელს იმუნიტეტმინიჭებულ ფეხბურთელთა სიაში მოხვდა. ჯერ კიდევ პრეზიდენტის თქმით, ის დემბელეს მიერ პოტენციალის სრულად გამოვლენას ელის. ბართომეუს მხრიდან ასეთი ნდობა სასიხარულო ამბავი ნამდვილად არაა.

ანტუან გრიზმანი

კიდევ ერთი ხელშეუხებელი ფეხბურთელი. ბართომეუ 29 წლის ფეხბურთელის ტრანსფერს "კარგ ინვესტიციად" აფასებს. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში კი Marca-მ გვამცნო, რომ პრეზიდენტი გრიზმანის ჟოაუ ფელიშში გაცვლას ცდილობდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    წევრი [?]
    23 სექტემბერი 2020 23:54
    2
    სანამ ბართომეუა ბარსას არაფერი ეშველება!!! წერტილი.
    გულშემატკივარი [?]
    23 სექტემბერი 2020 23:24
    1
    ციტატა: Giorgi99
    გვარდიოლა არ უნდა წასულიყო, ფერგიუსონივით უნდა დარჩენილიყო გუნდში ბევრი ხანი. სწორად გარდაქმნიდა გუნდს და ლიგასაც დადებდა რამოდენიმეს. წარმოიდგინე მსნ ის ტრიო გვარდიოლას ხელში.

    შეიძლება არც ყოფილიყო მსნ გვარდიოლა რომ დარჩენილიყო ლუჩომაც მშვენივრად გამოიყენა ეგ ტრიო ❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    23 სექტემბერი 2020 22:56
    1
    ამათ არავინ არ გაუშვებს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    წევრი [?]
    23 სექტემბერი 2020 21:31
    6
    გვარდიოლა არ უნდა წასულიყო, ფერგიუსონივით უნდა დარჩენილიყო გუნდში ბევრი ხანი. სწორად გარდაქმნიდა გუნდს და ლიგასაც დადებდა რამოდენიმეს. წარმოიდგინე მსნ ის ტრიო გვარდიოლას ხელში.
    --------------------
    ⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽ 🎅🎅🎅🎅🎅🎅🎅🎅👻👻👻👻👻👻👻
    ფანი [?]
    23 სექტემბერი 2020 21:19
    5
    ფატის ხელი არ დაედოს თორე ისეთს დავიწყევლები 7 თაობას გაყვება...
    წევრი [?]
    23 სექტემბერი 2020 20:19
    7
    სემედოს გრიზმანის და მითუმეტეს დემბელეს იმედზე რეალი იყოს :დ ხოარ ღადაობთ რა სტატიას დებთ? შტეგო ულაპარაკოდ ჩვენი კაცია, ტოპ5 მეკარეში მინიმუმ 4 ადგილს იკავებს ისე კი დავაც შეიძლება 3 - 2 ადგილისთვის :დ ფატი კიდე მომავალია, დანარჩენები ნაგავია, სემედომ რობერტო ვერ ამოაგდო სასტავიდან , დევისმა კი ბარსელონური კარიერა დაუმთავრა, 19 წლის მცველმა არწყევინა.. დემბელე ცალკე ფენომენია, უინტელექტო უნიჭო არაპროფესიონალი, გრიზმანი კიდე ლუზერი, კარის დაცვის მეტი არაფერი იცის ან ვერ ერგება გუნდს..
    ფანი [?]
    23 სექტემბერი 2020 19:55
    6
    ხო შესგროვდა ხელმოწერები არაა რა ვერ გადადგაა ეგ სიჩათლახეე
    ფანი [?]
    23 სექტემბერი 2020 19:51
    6
    აქედან მხოლლოდ დემბელეს უნდა ქონდეს ეგ შიშები და საფუძვლიანადაც
    ვინმემ შეეხო რობერტოს? რო ვამბობდი არ მოკიდებენ ხელს მეთქი ? არც მე მევასება ეგ ბიჭი მარა გუნდის მეოთხე კაპიტანია და მერე რაო სემედოო ისაო ესაო კარგად მახსოვს ბევრი ღლიცინებდა სადაა ეხა სემედო და სადაა რობერტო ?
    მივესალმები დესტს ის უნდა გახდეს მარჯვენა ფლანგის დედის წიოკი
    --------------------

    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig the best talent❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    ფანი [?]
    23 სექტემბერი 2020 19:43
    8
    რა დონის ვრედნია ტიპი, რომ მისი ყველა ნათქვამი სიტყვა კლუბის საზიანო ნაბიჯების ეჭვს აჩენს....
    ესპანეთის ხელისუფლებამ "ჩაუდო" კატალონიას ეს ტროას ცხენი 🤠 🙉 👼
    ფანი [?]
    23 სექტემბერი 2020 19:42
    6
    დემბელე ნეტავ გაყიდონ და რაღა გვიჭირს, ეგ დიშკა