რა შემთხვევაში მიიღებს "ბარსა" სემედუს ტრანსფერიდან დამატებით 10 მილიონს

რა შემთხვევაში მიიღებს "ბარსა" სემედუს ტრანსფერიდან დამატებით 10 მილიონს

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ნელსონ სემედუმ "ბარსელონა" დატოვა და ინგლისურ "ვულვერჰემპტონს" შეუერთდა. "ბარსელონა" 30 მილიონ ევროს მიიღებს, კიდევ 10 მილიონი კი ბონუსების სახითაა გათვალისწინებული.

Mundo Deportivo ბონუსების სისტემას ჩაუღრმავდა და დაადგინა, რომ 2 მილიონი "ბარსას" განაღდებული აქვს, 8 მილიონი კი შეიძლება საერთოდ ვერ მიიღოს.

კატალონიური წყაროს ცნობით, 2 მილიონის ბონუსს "ბარსა" მაშინ მიიღებს, როდესაც სემედუ ახალ გუნდში 10 თამაშს ჩაატარებს. ეს, სავარაუდოდ, მიმდინარე წელსვე მოხდება.

დანარჩენ 8 მილიონს კი "ბარსა" მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ "ვუვლზი" მომდევნო სეზონის ევროტურნირის საგზურს მოიპოვებს. პრემიერ ლიგაში არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, ეს ადვილი არ იქნება, თუმცა არც შეუძლებელია. "მგლებმა" ევროპის ლიგაზე გასულ სეზონში ითამაშეს, მიმდინარე სეზონის ევროტურნირის საგზური კი "ტოტენჰემს" ბურთების უარესი შეფარდების გამო დაუთმეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი