დაკარგული თაობა

დაკარგული თაობა

მას შემდეგ, რაც რონალდ კუმანმა რიკი პუჩს შეატყობინა, რომ მასზე აქცენტი არ გაკეთდება, "ბარსელონაში" სტრუქტურული პრობლემების ანალიზი დაიწყეს. თავის დროზე კლუბი საუკეთესო იყო ამ კომპონენტში, "ბარსა" მუდმივად იღებდა შევსებას აკადემიიდან, ეს იმდენად მომგებიანი მოდელი იყო, რომ "სიტი" თავიდან ბოლომდე "ლა მასიას" სტრუქტურაზე აეწყო, ხოლო თავის დროზე რუმინიგემ და ოლივერ კანმა "ბარსას" მისაბაძი უწოდეს და "ბაიერნმა" ისეთივე ყურადღება დაუთმო აკადემიას, როგორც "ბარსა" უთმობდა. ამან მათთვის შედეგიც მოიტანა. აი "ბარსა" კი ჩამოსცილდა თავის ფილოსოფიას, დაარღვია საათივით აწყობილი სისტემა და ათასი პრობლემა დაიტეხა თავს.

რა თქმა უნდა, არ უნდა ველოდოთ ყოველ ათწლეულში ოქროს თაობას, ერთიანად მესი, ჩავი და ინიესტა, რომ მოგვცეს, მაგრამ სამი ისეთი ფეხბურთელი მაინც უნდა მოამზადონ, რომლებიც ძირითადისთვის იბრძოლებენ. ბოლოს და ბოლოს, აბელარდო, სერჟი ბარჟუანი და ივან დე ლა პენია ახერხებდნენ ამას.

ერთ-ერთი მთავარი ვასრკვლავი, ჩავი სიმონსი, მისი გაუმაძღარი აგენტის გამო გაგვექცა. პსჟ-ის შემადგენლობაში ერთი ამხანაგური შეხვედრაც ჩაატარა, მაგრამ თავი დიდად ვერ გამოიჩინა. ძალიან კარგი პრესა აქვს ტაკე კუბოს, რომელმაც წინა სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა, ის უკვე მადრიდის "რეალის" საკუთრებაა. დიდად გვეიმედება რიკი პუჩის, თუმცა, რონალდ კუმანს მისი არ სჯერა და ძალიან ბევრი შრომა მოუწევს, რომ როგორმე აზრი შეაცვლევინოს.

მთავარი იმედი კი ანსუ ფატია, რომლმაც ესპანეთის ნაკრებშიც მოასწრო თამაში, საკმაოდ წარმატებით. მან რომ მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოიყენოს მომდევნო სამი წელი, ვარსკვლავურ კარიერას ვერსად გაექცევა. სამი წლის შემდეგაც კი თინეიჯერი იქნება. რაც მთავარია, ჩანს, რომ პროგრესირებს, ფიზიკურადაც მოძლიერდება და წესით უნდა გამოვიდეს რაღაც.

ორი წლის წინ, "ბარსას" ახალგაზრდულმა გუნდმა, ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ფინალში "ჩელსი" დაამარცხა და თასი დაისაკუთრა. იმ შეხვედრაში გაიბრწყინეს აბელ რუისმა და ალეხანდრო მარკესმა, მაგრამ მიუხედავად ამ წარმატებისა, მთავარ გუნდში მოხვედრა ვერ მოახერხეს. რუისმა მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, "ხეტაფეს" წინააღმდეგ. ის რვა მილიონ ევროდ გაიყიდა "ბრაგაში".

კოლიადო, მირანდა, მინგესა, ყველა იმ გუნდის ნაწილი იყო, ვინც ტურნირი ტრიუმფით დაასრულა, მაგრამ მათი გზები მთავარ გუნდამდე არ მოსულა. შესაძლოა, ვერ გამოდგა პროგრესი ისეთი, როგორიც გვსურდა, ან სტრუქტურული პრობლემაა და "ლა მასიელებს" ნაკლებ შანსს აძლევენ.

შეტევაში კარლეს პერესი ირჯებოდა, რომელიც "რომაში" გაიყიდა. საკმაოდ ნაადრევად, რაც სეტიენმა აღნიშნა კიდეც. სწორედ ამ ტრანსფერის შემდეგ მიიღო ტრავმა დემბელემ. სანაცვლოდ კი "ბარსას" ბრეითუეიტის მოყვანა მოუხდა, რომელსაც რატომღაც ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

შედარებისთვის, იმ "ჩელსიში" თამაშობდა ჰადსონ-ოდოი, რომელიც "ჩელსის" მთავარ გუნდში საკმარის დროს იღებს.

წყარო - Marca.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    ფანი [?]
    23 სექტემბერი 2020 23:04
    0
    ციტატა: CHEPE
    ციტატა: Griezzy7
    დესტზე მართლა ბარსელონას ანახებს ვიკიპედიაში. 🤔 🤔
    ვახხხ მალე გაოფიციალურდეს დავიტანჯეე 😂
    ისე ვინც მე მევასებოდა ყველა ბარსაში გადმოვიდა მერე.
    გრიზმანი. დე იონგი. ტრინკაო. ეხლა დესტი 😂 ხოდა ძააან მევასება ტალიაფიკო. უპამეკანო. აუარი და დეპაი და ვნახოთ აბა 😂 😂 😂 😂

    ღმერთმაც ქნას ყველა მოვიდეს😁😁😁😁

    აურიი დიდი არაფერი ალენია გვყავს მაგისნაირი

    ფატის გარდა ალენიაცაა დიდი იმედი და სჯერა კუმანს მისი
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    Culé [?]
    23 სექტემბერი 2020 16:56
    2
    ციტატა: ფეოლა
    ციტატა: marco reus 11
    სამი წლის შემდეგაც თინეიჯერი როგორ იქნება ფატი დორიან გრეია ეგ ჩემისა?


    20 წლის იქნება.
    მაგ ასაკში მთავარ გუნდებში კარიერას იწყებენ ხოლმე.
    ამას სამნახევარი წელი ექნება მოტოვებული.
    ძალიან დიდი დროა გამოცდილებისთვის.

    კიტრით ლობიანით დალიმონათით დავრბოდი ფაქტობრივად მაგის ასაკში გამოდის :D
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    ფანი [?]
    23 სექტემბერი 2020 16:44
    1
    დესტზე მართლა ბარსელონას ანახებს ვიკიპედიაში. 🤔 🤔
    ვახხხ მალე გაოფიციალურდეს დავიტანჯეე 😂
    ისე ვინც მე მევასებოდა ყველა ბარსაში გადმოვიდა მერე.
    გრიზმანი. დე იონგი. ტრინკაო. ეხლა დესტი 😂 ხოდა ძააან მევასება ტალიაფიკო. უპამეკანო. აუარი და დეპაი და ვნახოთ აბა 😂 😂 😂 😂
    მწერალი [?]
    23 სექტემბერი 2020 16:21
    6
    ციტატა: Philippe Coutinho 7
    დესტის ვიკიპედიაზე შევედი და ახლანდელ კლუბს ბარსელონას აჩვენებს 😍 😍


    ვიკიპედიაზე ჩვენც შეგვიძლია მაგის შეცვლა : )

    მაგრამ გადმოვა ხო. დიდი ალბათობით.
    გულშემატკივარი [?]
    23 სექტემბერი 2020 16:20
    3
    დესტის ვიკიპედიაზე შევედი და ახლანდელ კლუბს ბარსელონას აჩვენებს 😍 😍
    --------------------
    NJR ❤
    მწერალი [?]
    23 სექტემბერი 2020 16:20
    3
    ციტატა: marco reus 11
    სამი წლის შემდეგაც თინეიჯერი როგორ იქნება ფატი დორიან გრეია ეგ ჩემისა?


    20 წლის იქნება.
    მაგ ასაკში მთავარ გუნდებში კარიერას იწყებენ ხოლმე.
    ამას სამნახევარი წელი ექნება მოტოვებული.
    ძალიან დიდი დროა გამოცდილებისთვის.
    Culé [?]
    23 სექტემბერი 2020 15:56
    1
    სამი წლის შემდეგაც თინეიჯერი როგორ იქნება ფატი დორიან გრეია ეგ ჩემისა?
    --------------------
    fly with barca,
    die with barca