"ელ კლასიკო" შესაძლოა, ტერ შტეგენის გარეშე გაიმართოს

"ელ კლასიკო" შესაძლოა, ტერ შტეგენის გარეშე გაიმართოს

კატალონიის "ბარსელონას" მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი რეაბილიტაციის შუა პერიოდშია. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ 18 აგვისტოს გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, ფეხბურთელი მოედანზე დადგომას ორთვენახევარში შეძლებს.

თუმცა, AS-ის ინფორმაციით, გერმანელის გამოჯანმრთელების პროცესი პრობლემატური გახდა - უკანასკნელი კვირებია, მარკი ნორმალურად ვერ ვარჯიშობს, რადგან მუხლი მუდმივად უსივდება. 

ამ მიზეზით, ზემოხსენებული წყარო იუწყება, რომ შესაძლოა, ტერ შტეგენს "ელ კლასიკოს" გაცდენაც მოუწიოს. დღევანდელი მდგომარეობით, მოსალოდნელია, რომ ფეხბურთელი ნოემბრის შუა რიცხვებში უფრო დაბრუნდეს, ვიდრე ოქტომბრის ბოლოს. 

თუ გამოჯანმრთელების პროცესის ტემპი ვერ აღდგა, გერმანელს, შესაძლოა, ლა ლიგის 6 შეხვედრისა (ვილიარეალი, სელტა, სევილია, ხეტაფე, რეალი და ალავესი) და ჩემპიონთა ლიგის 3 მატჩის გამოტოვება მოუწიოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.