ლუის სუარესი "ბარსელონას" უფასოდ არ დატოვებს | RAC1
- 23-09-2020, 00:49
-
DaviD_ViLLa_7
- 4

არაერთი წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონასა" და ლუის სუარესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა, რომელიც 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, დასრულდა.
ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, შეხვედრამ კარგად ჩაიარა, თუმცა, RAC1-ის ცნობით, "ბარსას" პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბართომეუ სუარესს უფასოდ წასვლის უფლებას არ მისცემს.
რომანო იმასაც იუწყება, რომ "ატლეტიკომ" და "ბარსელონამ" სუარესის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ურუგვაელი შემტევის "როხიბლანკოში" ტრანსფერი დროის საკითხია.
33 წლის ფეხბურთელი "ბარსელონას" ისტორიაში მე-3 საუკეთესო ბომბარდირის ამპლუაში ტოვებს. "ელ პისტოლეროს" ანგარიშზე "ბლაუგრანას" მაისურით 198 გოლია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]