ოფიციალურად: მონჩუ "ჟირონაში" გადავიდა

ოფიციალურად: მონჩუ "ჟირონაში" გადავიდა

როგორც მოსალოდნელი იყო, "ბარსელონა ბ-ს" ერთ-ერთი ლიდერი და კაპიტანი მონჩუ კარიერას "ჟირონაში" გააგრძელებს. ეს ინფორმაცია "ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა.

"ბლაუგრანას" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 21 წლის ნახევარმცველი 2021 წლის 30 ივნისამდე "ჟირონას" იჯარით შეუერთდა. "ჟირონა" ფეხბურთელის ხელფასს გადაიხდის. კლუბს ახალგაზრდა მოთამაშის გამოსყიდვის შესაძლებლობაც ექნება.

Sport-ის ჟურნალისტის, ალბერტო როგეს ცნობით, თუ მონჩუ 22 მატჩს ჩაატარებს, "ჟირონას" მისი 3.5 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულება ექნება.

მონჩუმ "ბარსა ბ-ს" რიგებში გასულ სეზონში 29 თამაში ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Wtf man
    სტუმარი [?]
    #1 22 სექტემბერი 2020 22:53
    4
    რატო უტოვებენ ამ გამოსყიდვის უფლებას ვერ ვხვდები. იქნებ ისე ითამაშოს რო ბევრად ძვირად გაყიდონ ვიდრე ჟირონა გამოისყიდის ან იქნებ უკან დაბრუნებაც უნდოდეთ. გამოისყიდის ჟირონა 5 მილიონად და ჩვენ გადავიხდით მერე 40-50ს ალბათ. ესეთი უაზრო გადაწყვეტილებებს რატო იღებეს ეს ბართო ვერ ვხვდები. იმენა გარტყმაში არ არის არაფრის